რეზონანსი
16.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის და, მარიამ ხატისკაცის სტატუსის საპასუხოდ სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგისადმი მისი სიყვარული მაშინ გამოჩნდა, როდესაც შაქარას დაკარგვის შესახებ გაგებული ინფორმაცია დამალა.

„1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის, ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე.

2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო.

3) რაც შეეხება ამ გოგოს. მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა.

4) მადლობა

5) ნახვამდის." - წერს ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეს სახით გამოკითხულ ლუკა გოგავას ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე გიორგის წასვლა იმიტომ უხაროდა, რომ დაბადების დღეზე უნდა ყოფილიყო მარიამ ხატისკაცი, რომელიც მოსწონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×