
„ოპოზიციონერობა მტრობას არ ნიშნავს, მაგრამ დღევანდელმა ოპოზიციამ მთელი თავისი პოლიტიკა სიცრუზე და აგრესიაზე ააგო, ჰგონიათ, რომ ეს მოსწონს ამომრჩეველს. ახლა თვითონ გაარკვიონ, ვინ არის პირველი და მეორე ამ ერთობაში. მეცოდება ის პატარა პარტიები, რომლებსაც შეეძლოთ განვითარება, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლეს და ცოდვებით დამძიმებული პარტიის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ" - ასე აფასებს „ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი წინასაარჩევნო გარემოს და მასში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა პერსპექტივებს.
საარჩევნო მარათონში უკვე ჩაერთო მმართველი გუნდი, უახლოეს მომავალში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას და საარჩენო სისი ფორმირებას აპირებს. ოპოზიციაში კი ამ დრომდე გაურკვევლობაა, ერთიანი ფორმატით წარსდგებიან არჩევნებში თუ დამოუკიდებლად მიიღებნ მონაწილოებას.
„სტარტი უკვე აღებულია. პარტის პოლიტსაბჭოს გადაწყვტილება იყო, რომ ირაკლი კობახიძე ჩაუდგეს სათავეში საარჩევნო შტაბის მუშაობას, ის გამოცდილია ამ საქმეში. უახლოეს მომავალში დასახელდება მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის ფორმირებაც დასრულდება, ასე, რომ 31 აგვისტოსთვის „ოცნების" პოზიცია ცნობილი იქნება. მე არ ვაქტიურობ, გაცხადებული მაქვს, რომ სადაც დავჭირდები ჩემს ქვეყანას როგორც რიგითი ჯარისკაცი, იქ ვემსახურები.
რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას ამ პროცესში, რა თქმა უნდა ის არის პარტიის თავმჯდომარე და მისი გადასაწყვტია, რა პოზიციას აირჩევს. მან უკვე ჩამოაყალიბა სანდო გუნდი და მომავალშიც, დარწმუნებული ვარ, „ოცნების" რიგებში იქნებიან გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები, ძველგაზრდებიც და ახალგაზრდებიც. ამ ჟამიანობის დროს ერთი დღეც არ გაჩერებულა ქვეყანა და ამ ტემპით გააგრძელებს წინსვლას.
რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, წესით, არ უნდა მადარდებდეს რა პრობლემებია ოპოზიციაში, მაგრამ მრავალისტორიაგამოვლილ კაცს მაფიქრეობს, როგორი იქნება ქვეყნის მომავალი. ოპოზიციონერობა მტრობას არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენმა დღევანდელმა ოპოზიციამ მთელი თავისი პოლიტიკა სიცრუეზე და აგრესიაზე ააგო. ჰგონია, რომ ეს მოსწონს ამომრჩეველს. ახლა თავად გაარკვიონ, ვინ არის პირველი და მეორე ამ ერთობაში. მე მეცოდება ის პატარა პარტიები, რომლებმაც ცდუნებს ვერ გაუძლეს, ნაცვლად განვითარებისა, ცოდევებით დაძიმებული პარტიის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ.
რას არ გაუძლო ამ პერიოდში მმართველმა გუნდმა, ყველაფერზე ვაი-ვიში აქვთ ატეხილი. არაფორმალური მმართველიაო, ამაზე მეტი ფორმალურობა რა უნდა იყოს, დღეში ივანიშვილის სახელს 200-ჯერ ატრიალებენ. რას აღარ აკეთებს ეს კაცი ქვეყნისთვის და ერთხლაც არ უპასუხია ოპოზიციის ნიაღვარივით წამოსულ სიცრუეზე; მისი სიკეთის ქარავანი კი მიდის," - განაცხადა „რეზონანსთან" ლადო კახაძემ.