რეზონანსი
16.07.2020

"ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა", - ამის შესახებ სოციალუ ქსელში მარიამ ხატისკაცი წერს და საზოგადოებას მიმართავს.

"მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით. ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ! ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ იქნებ გვაცადოთ გლოვა.

გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილ სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს." - წერს მარიამ ხატისკაცი "ინსტაგრამზე".

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეს სახით გამოკითხულ ლუკა გოგავას ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე გიორგის წასვლა იმიტომ უხაროდა, რომ დაბადების დღეზე უნდა ყოფილიყო მარიამ ხატისკაცი, რომელიც მოსწონდა. თუმცა, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს ხატისკაცის ინიციატივით დაშორდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×