მარიამ ნებულიშვილი
17.07.2020

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება ისევ მიმდინარეობს. 17 ივლისის მონაცემებით ორივე მხარეს გარდაცვლილია 43 ადამიანი. მათ შორის აზერბაიჯანელი გენერალი და პოლკოვნილი. „რუსეთი აკეთებს ვითომ მშვიდობისმყოფელის განცხადებებს და ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცით რომ რუსეთის მშვიდობისმყოფელობა ყველა ომზე ცუდია", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" საუბრისას რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, კონფლიქტს მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის ის შიდა დაპირისპირებები რაც ბოლო პერიოდში ორივე ქვეყანაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

„თუკი დაიწყო ომი ლოკალური ვერანაირად ვერ იქნება. იმდენი რეგიონალური მოთამაშის ინტერესიებია ჩართული. ერთის მხრივ, აზერბაიჯანის და თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების თანხვედრის და მეორე მხრივ, სომხეთისა და რუსეთის სამხედრო მოკავშირეობის გამო. ამიტომაც თუ პროცესი გამწვავდა ეს იქნება საერთო რეგიონალური და გაცილებთ უფრო ფართო მასშატაბიანი კონფლიქტის წინაპირობა.

„რუსეთ-თურქეთის ომს არავინ დაუშვებს. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში ეს ორი მხარე შესაძლებელია მაპროვოცირებელი იყვნენ, როგორც მაგალითად პაშინიანის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ რუსეთმა ამის პროვოცირება მოახდინა.

„რუსეთი აკეთებს ვითომ მშვიდობისმყოფელის განცხადებებს და ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცით რომ რუსეთის მშვიდობისმყოფელობა ყველა ომზე ცუდია და რეალურად ტერიტორიების დაკარგვით მთავრდება. თურქეთი აკეთებს ძალიან ხისტ განცხადებებს და არ ედირება იმის თქმას, რომ სამხედრო ძალით ჩაერევა აზერბაიჯანის ინტერესების დასაცავად", - გვითხრა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ამ ომში ჩართული აღმოჩნდება, დასავლეთის ფაქტორი უმნიშვნელოვანესი იქნება, რომლის ინტერესებში საქართველოში საომარი მოქმედებები არ შედის.

„აქ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, დასავლეთის ინეტრესი. თუ ამ კონფლიქტმა განსაკუთრებით ცხელ ფაზაში გადაინაცვლა ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საქართველოს უყურადღებოდ არ დატოვებს. გიუმრის ბაზის მომარაგებისთვის საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს და გვინდა არ გვინდა გამოიწვევს საქართველოს ჩართვას კონფიქტში. რაც ასევე სრული კატასტროფა იქნება, მაგრამ გლობალური გადმოსახედიდან, რომ შევხედოთ ეს არანაკლები კატასტროფაა დასავლეთისთვის. საქართველო დღეს დასავლეთისთვის არის ბოლო ფეხისჩასადგემელი ადგილი კავკასიაში და თუ საქართველოსაც პრობლემები შეექმნება ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი კარგავს კავკასიას, კასპიის ზღვას, ცენტრალურ და ახლო აღმოსავლეთს მთიანად.

„საქართველოა ბოლო ქვეყანა, რომელსაც აქვს როგორც დასავლური დემოკრატია, ისე ალტერნატიული ენერგორესურსები და ასევე საშუალება დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობისა. ამიტომ, საქართელოსთვის საფრთხის შექმნა უპირველესად დასავლეთის ინტერესებში არ შედის", - თქვა ლაგაზიძემ.

საქართველოს როლის შეფასებისას ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ სამშვიდობო ინიციატივით გამოსვლა ქვეყანას საშუალებას მისცემს რეგიონში პოზიციები გამიმყაროს. მისი თქმით ეს საქართველომ უპირველესად, მისი მრვალეთნიკური მოსახლეობის ინტერესების დასაცავად უნდა გააკეთოს.

„საქართველოს ჰყავს ძალიან დიდი აზერბაიჯანული და სომხური სათვისტომო. ეს მას ავალდებულებს, რომ „ბაიყუშივით" კი არ იჯდეს, გააკეთეოს ყველაფერი რაც არის მის რესურსში, რათა ეს კონფლიქტი უფრო მწვავე ფაზაში არ გადავიდეს.

„იმ შემთხვევაში თუ ამ ქვეყენბს შორის სრულმაშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყება, თავისთავად უზარმაზარი ფეთქებადი მუხტია, ეს ამხელა სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა. აღარფერს ვამბობ საქართველო როგორც სახელმწიფო სად წავა თავისი გაუბედრუებული ეკონომიკით. დიდი რესურსი საქართველოს არ აქვს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მან პირველყოვლისა უნდა უზრუნველჰყოს საკუთარი მრვალეთნიკური საზოგადების სტაბილურობა, სამშვიდობო ინიციატივებით გამოსვლა აუცილებელია.

„რეალური შედეგი მოჰყვება თუ არა ამ ინიციატივას არავინ იცის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ინიციატივა საქართველოს სულ მცირე არ დააზიანებს, ძალიან თვალსაჩინოა. მაგრამ, ამ ხელისუფლების პირობებში რთული წარმოსადგენია, რომ რამე ინიციატივაზე დაიწყონ საუბარი. საქართველოს ახლა აქვს შანსი არამცთუ ითამაშოს მშვიდობისმყოფელის როლი და ამაში დასავლეთიც დაეხმარებოდა, არამედ გახდეს რეგიონალური ლიდერი", - ამბობს ლაგაზიძე.

რაც შეეხება სომხური და აზერბაიჯანული მხარის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. ერევანის მიერ შესაძლო, შეტევაზე აზერბაიჯანში მდებარე მინგეჩაურის წყალსაცავზე და აზერბაიჯანის მხრიდან მეცამორის ატომურ ელექტრო სადგურზე შესაძლო დარტმას. ლაგაზიძის თქმით, ეს მხოლოდ მუქარაა და მხარეებს ამის უფლებას არავინ მისცემს.

„ეს არის მხოლოდ მუქარა, საბედნიეროდ არ მოხდება, იმიტომ, რომ სცდება ერთი მხრივ, აზერბაიჯანის, მეორე მხრივ, სომხეთის უსაფრთხოებას. რომც სურდეთ მათ მსგავსი რაღაცის გაკეთება, ამის უფლებას არავინ არ მისცემს. ეს ნიშნავს ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. წყალსაცავის და ატომური ელექროსაქდგურის დაზიანება იმ მასშტაბის მსოფლიო კატასტროფას გამოიწვევს, რომ აქ მხოლოდ მიმდებარე მეზობელი ქვეყნები არ დაზიანდებიან.

„აზერბაიჯანში, რა თქმა უდა, არავინ არ ფიქრობს სერიოზულად იმაზე, რომ სომხეთში ატომური ელექტროსადგურის დაზიანება მათთან ატომურ კატასტროფას არ გამოიწვევს. ასე, რომ ეს მხოლოდ განცხადებებია და განცხადებებად დარჩება. მათ ამის უფლებას არ მისცემენ, თუნდაც მათი მხარდამჭერი მხარეები, რუსეთი და თურქეთი", - აღნიშნა ლაგაზიძემ „რეზონანსთან".

სომხეთის ტავუშის და აზერბაიჯანის ტოვუზის რეგიონში ვითარება 12 ივლისს დაიძაბა, მხარეები ცეცხლის გახსნაში და სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×