რეზონანსი
17.07.2020

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც იაკობ ბრეგვაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ის გამოძიებას არაფერს არ უმალავს".

ბრეგვაძის ადვოკატის განცხადებით ამოღებულია მისი დაცვის ქვეშ მყოფის კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

"ამოღებულია კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. ჩვენ ვაპირებთ იმ ადგილზე ჩასვლას, სადაც იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე მაშინ, როდესაც იმალებოდა, ჩავალთ ზუსტად დროის იმ პერიოდში, როდესაც იაკობს იქ ყოფნა მოუწია, გადავიღებთ კადრებს თუ სად იმალებოდა. აუცილებლად გადახტება იქ არსებულ ღობეზე იაკობი ჟურნალისტების თვალწინ, რომ ყველაფერი ნახოთ. ეს იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები. ისე არ გააკეთოთ რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ," - აცხადებს იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×