
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ბოლო კვლევებით საკმაოდ ეფექტიანია, უსაფრთხო და დამაიმედებელი. მალე, დიდი ალბათობით, მისი სამრეწველო გამოშვება დაიწყება. პარალელურად, ამ მიმართულებით სხვა კომპანიებიც მუშაობენ, მათ შორის ბილ გეიტსის „გავი", რომელსაც ასევე დამაიმედებელი შედეგი აქვს ამ მომენტისთვის. ამავე დროს მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე ასევე ოპტიმისტურ განცხადება საკეთებს, რომ თუ მოლოდინი გამართლდა და ამ კომპანიებმა მალე ვაქცინის გამოშვება დაიწყეს, მას საქართველო მალე მიიღებს.
რაც შეეხება ოქსფორდში შექმნილ ვაქცინას, ის ორგანიზმში იმუნურ რეაქციებს იწვევს. კვლევაში მონაწილე მოხალისეებს ვაქცინის ინექციის შედეგად გამოუმუშავდათ ანტისხეულები და სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც კორონავირუსს ებრძვის.
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დადებითი მოლოდინი არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ რამდენად სწორად მოხდა ვაქცინის შემოწმება. ასევე, შეიცავს თუ არა ვაქცინა სხვადსხვა თეორიულ რისკებს.
„ყოველთვის, როცა ლაპარაკია ვაქცინაზე, უნდა გავითვალიწინოთ ის ფაქტი, თუ რამდენად სწორად მოხდა მისი შემოწმება. რამდენად დაცული იყო ყველა პარამეტრი. ვაქცინაა არაა მხოლოდ ის, რომ მიიღო რაღაც ნივთიერება და შემდეგ გამოუშვა ის წარმოებაში. აუცილებლად უნდა მოხდეს მისი აპრობაცია, როგორც ქიმიურ და ბიოლოგიურ ლაბორატორიაში, ცხოველებზეც და ადამიანებზეც. რადგანაც ამ ვაქცინამ კლინიკური კვლევების ეტაპები წარმატებით გაიარა, არსებობს დადებითი მოლოდინი.
„რად უნდა ლაპარაკი, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ამ ვაქცინების შექმნა და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ საფრთხესაც შეიცავდეს. მაგრამ, მსგავსი საფრთხე არსებობს სხვა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაშიც. პირველ რიგში ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ალერგიული ფონი და შესაძლოა განუვითარდეთ ძლიერი ალერგიული რეაქცია. ვაქცინა ორის ორი სახის ესაა დახოცილი ვირუსიებისგან შექმნილი და ცოცხალი, მაგრამ დასუსტებული ვირუსებისგან შექმნილი ვაქცინა. ამ მეორე შემთხვევაში არსებობს გარკვეული სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებან", - ამბობს ირაკლი ხმალაძე.
ვაქცინაში იყენებენ გენეტიკურად ინჟინირებულ ვირუსს, რომელსაც შიმპანზეებში გაციების გამოწვევა შეუძლია. ადამიანებში ის უშუალოდ კორონავირუსის ინფექციას არ იწვევს, თუმცა მის მიერ გამოუწვეული ინფექცია კორონავირუსის მსგავსია. ამ მსგავსების გამო, ვაქცინა ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასწავლის თუ როგორ დაიცვას თავი და ებრძოლოს კორონავირუსის ტიპის ინფექციებს.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, მოხალისეთა დაახლოებით 70% ამბობს, რომ ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი. მკვლევრების თქმით, ამ პრობლემის მოგვარება პარაცეტამოლის მიღებითაა შესაძლებელი. როგორც ირაკლი ხმალაძე ამბობს, მსგავსი და უფრო რთული გვერდითი მოვლენები ნებისმიერი ვაქცინაციისთვისაა დამახასიათებელი და მასში საგანგაშო არაფერია.
„მაღალი ტემპერატურა ახასიათებს მთელ რიგ ვაცინებს. ორგანიზმში იწყება გარკვეული ბრძოლა ანტისხეულსა და ანტიგენს შორის. მისი შეგუებაც და ანტისხეულების გამომუშავებაც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. ამიტომ, თუ სხვა უფრო ძლიერი გვერდითი მოვლენა არაა, ეს საგანაგაშო ნამდვილად არ არის. ადრე იყო საუბარი ენცეფალიტის შესაძლო განვითარებაზე. თუმცა, იმდენად დიდია მიზანი, რომ ერთეული მოვლენები, სამწუხაროდ თუ საბდნიეროდ, არაფერს არ ნიშნავს. პირადად მე პროგნოზი დადებითი მაქვს", - თქვა ხმალაძემ „რეზონანსთან".
მკვლევარების განცხადებით ვაქცინა უსაფრთხო და იმედისმომცემია. თუმცა დასადგენია დამატებითი რისკები და ჩასატარებელია უფრო ფართო კვლევები.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ამ ვაქცინის 100 მილიონი დოზა. რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანასთან დაკავშრებით მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს.
„საქმის კურსში ვართ ამ ვაქცინის, ისევე როგორც რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ. ერთ-ერთ პერსპექტიულ ვაქცინად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ გიგანტ ფარმაცევტულ კომპანია „ასტრა ზენეკასთან" ერთად. ამ კომპანიასთან ვმუშაობთ, ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები მათთან. ამავე დროს საქართველო მუშაობას „გავის ალიანსთან", რომელიც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეიტსის ფონდი პირადად აფინანსებს. ჩვენ დიდი ხანია ბილ გეიტსის კომანია „გავისთან" გვაქვს კონტაქტები, მათი საშუალებით მრავალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს ამ ორ წყაროსთან მუშაობა - „ასტრა ზენეკასთან" და „გავისთან", რათა ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო იყოს რეციპიენტთა რიგებში", - ამბობს გამყრელიძე.