
საქართველოთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩევნების პროცესში დასავლეთისა და რუსეთის ფაქტორებზე „რეზონანსი" ექსპერტებს ესაუბრა. მათი შეფასებით, არჩევნები დასავლეთის დიდი დაკვირვების ქვეშ ჩაივლის, არ გამორიცხავენ რუსეთის შესაძლო ჩარევასაც. თუმცა, რაიმე სახის დიდი ცვლილების, მაინც არ ელიან.
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით ეს არჩვენი პოლიტიკური კრიზისის ერთგვარი ინდიკატორი იქნება
„ამ არჩევნებიდან არ ველოდები რაიმე სიახლეს. აშკარაა, რომ მის შემდეგაც ქვეყანაში გაგრძელდება კრიზისი. არჩევნები იქნება პოლიტიკური კრიზისის კარგი ინდიკატორი. გამოიკვეთება მზადაა მმართველი გუნდი დემოკრატიული თამაშისთვის, თუ დაუშვებს გაყალბებას. ამ ფონზე ეს უფრო ეტაპია სრულიად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გზაზე. არ მგონია ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, პირიქით შესაძლებელია კიდევ უფრო გართულდეს მდგომარეობა.
„დასავლეთისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯს გადადგამს საქართველო, რომელიც შემდეგ მოუტანს მას გარკვეულ ცვლილებებს. კარგი ანალიზის საშუალებას მოგვცემს პროცესი, თუმცა არსებითად არაფერი არ შეიცვლება", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი შეფასებით, დასავლეთს მწვავე რეგირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ არჩევნები გაყალბდება. რადგანაც დასავლეთისთვის საქართველო კი არა, ქართული დემოკრატიაა მნიშვნელოვანი.
„არა მგონია დასავლეთმა რაიმე თქვას არჩევნებამდე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არჩევნები გაყალბდება, რეაგირება იქნება ძალიან მწვავე. თუ „ოცნება" პატიოსნად გაიმარჯვებს, მაშინ დასავლეთი ვერაფერს ვერ გაუბედავს, სანქციებს ვერ დაუწესებს და ვერ გააკრიტიკებს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, სიტუაცია დაიძაბება.
„რუსეთისგან არჩევნებში ჩარევა მოსალოდნელია. ეს გამოვლინდება კიდეც, თუ პარლამენტში ისეთი ძალები შევლენ, რომლებიც სულ ცოტა ანტირუსულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და კიდევ უარესი თუ პრორუსულ გადაწყვტილებებს მიიღებენ. იგულისხმება თუ ისინი ხელს შეუშლიან დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მაგალითად ნატოში, ევროკავშირი საკმაოდ შორეული პერსპექტივაა.
„ნატოში გაწევრიანება, რომელიც საკმაოდ რეალურია, დღის წესრიგიდან დაკარგა „ქართულმა ოცნებამ", არ ახსენებს არასდროს და თუ პარლამენტში ამის ფონზე ისეთი ძალები შევლენ, რომლებიც იტყვიან რა დროს ნატოაო, რა თქმა უნდა, ეს იქნება რუსეთის გამარჯვება.
"ამიტომ, რუსეთი შეეცდება, რომ ამ ტიპის პოლიტიკური ძალები მოხვდნენ პარლამეტში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საქართველო აშკარად უარს იტყვის დემოკრატიაზე, გააყალბებს არჩევნებს და ქართული საზოგადოება ხმას არ ამოიღებს, მაშინ, დასავლეთი გულს აიყრის ჩვენზე.
"დასავლეთს საქართველო კი არა, ქართული დემოკრატია აინტერესებს. შანსი იმისა, რომ კავკასიაში დემოკრატია გაიმარჯვებს, მაღალია, დამარცხდება საქართველოში დემოკრატია? მთლიანად რეგიონში დაისადგურებს სიბნელე და ამ სიბნელეში ხელისუფლება უკვე რუსეთში გადაინაცვლებს", - ამბობს ის.
ზაქარეიშვილს ამ ნაწილში ეთანხმება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც. მისი შეფასებით ქვეყანაში არჩევნების გაყალბების მცდელობა აუცილებად იქნება და დასავლეთი ამ პროცესს განსაკუთრებულად დააკვირდება.
„ვფქრობ, რომ ინტერესი, რა თქმა უნდა, როგორც რუსეთის ისე დასავლეთის მხრიდან არის ძალიან დიდი. შესაბამისად, დასავლეთის სტანდარტი ჩვენ ვიცით, მათთვის მთავარია, რომ ის საარჩევნო ფასეულობები დავიცვათ, როგორიცაა დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ისინი ამ პროცესს აქტიურად მიადევნებენ თვალყურს.
„რაც შეეხება რუსეთს, ის შეეცდება, რომ მისი გავლენა არჩევნებზე სხვადსხვა სპეციფიკური მეთოდებით განახორციელოს. ეს არის ის რაც ყოველთვის ხდებოდა, სიახლეს არ უნდა ველოდოთ.
„არ ვფიქრობ, რომ გაყალბების მცელობები არ იქნება. ძალიან გაუჭირდებათ მაგრამ ეცდებიან, ყველა ხელისუფლება ამას აკეთებდა, იგივე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით. მმართველ გუნდსაც ექნება ამის მცდელობა, გააჩნია წითელ ხაზებს გადაკვეთენ თუ არა და თუ გადაკვეთეს, მაშინ უმწვავესი რეაქცია ექნება დასავლეთს. შესაბამისად, დიდი მანევრის საშუალება ხელისუფლებას არ ექნება", - ამბობს გია ხუხაშვილი.
ექსპერტების მოსაზრებით, მმართველი გუნდი საარჩევნოდ პოლიტიკას არ შეცვლის. როგორც ხუხაშვილი ისე, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების" მთავარი მიზანი ხელისფულების შენარჩუნებაა.
„ქართულ ოცნებას" ცვლილებების განცდის უნარი აღარ შესწევს, ის უკვე სტაგნაციაში იმყოფება და თავის გადარჩენაზე მუშაობს. პარტია დატოვეს ახალგაზრდებმა, სულ ცოტა მაჟორიტარების სიითაც ჩანს, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ თავდაცვის პროცესშია.
"ვნახოთ პროპორციულ სიაში როგორი სახეები იქნებიან, თუმცა არამგონია, რომ ის წარმატებული, პროდასავლელი ახალგაზრდებით დაკომპლექტდეს. შესაბამისა, მმართველი გუნდისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას იტყვის დასავლეთი, მას მხოლოდ თავის გადარჩენა უნდა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
„დასავლეთის განცხადებების გათვალისწინებით ეს არჩევნები იქნება სერიოზული დაკვირვების საგანი. მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ" რაიმე შეცვალოს. მან ისეთი უცნაური გზა აირჩია, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ამორფული დამოკიდებულების რეჟიმშია. სწორედ იქ, სადაც ბალანსის პოვნა შეუძლებელია დღევანდელ სამყაროში.
"მმართველი გუნდი შენარჩუნებაზე თანამდებობების მუშაობს. ის არ ახორციელებს ცვლილებებს, არც ფიქრობს და არც აპირებს არაფერს. მიაჩნია, რომ ის „ჭაობი" და სტაგნაცია კარგია, საქმის კეთება ჰგონია ის, რომ არაფერი შეცვალოს და აკეთოს. ამავე პოლიტიკას გააგრძელებენ ისინი", - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან".