მარიამ ნებულიშვილი
23.07.2020

„ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით არსებულ 30 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა. ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რა პრინციპით მოახდენს მაჟორიტარობის კანდიდატების სიის ფორმირებას რეგიონებში, იქნება საერთო კონსენსუსი, როგორც დედაქალაქის შემთხვევაში მოხდა, თუ ცალ-ცალკე იბრძოლებენ პარტიები საკუთარი კანდიდატების გამარჯვებისთვის.

„როდესაც კანდიდატებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი არის, ის თუ რა არის ოპოზიციისთვის პრიორიტეტი, ის რომ დაამარცხოს „ქართული ოცნება", თუ ის რომ „ქართული ოცნება" არა მარტო დაამარცხოს, არამედ პარტიული კუთვნილებით მან დამატებითი მანდატები მიიღოს", - ასე ეხმიანება ამ საკითხს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, თუ ოპოზიციას "ქართული ოცნების" დამარცხება სურს, მაშინ კონკურენტუნარიან კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა.

„თუ ოპოზიციისთვის მთავარია მმართველი გუნდის დამარცხება, უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატებმა არ მიიღონ მანდატები. მაშინ არ არის აუცილებელი ისეთივე შეთანხმების მიღეწევა, როგორიც იყო თბილისში, უბრალოდ უნდა მოძებნონ კონკურენტული ადამიანი, იქნება ის პარტიის წარმომადგენელი თუ დამოუკიდებელი დეპუტატი და დაუჭირონ მას მხარი.

„მაგრამ, თუ ლაპარაკია პარტიული მანდატების მოპოვებაზე, მაშინ უკვე ოპოზიციას უნდა თუ არ უნდა იძულებული წარადგინოს საკუთარი კანდიდატი. ამ შემთხვევაში ყველა პარტია შეეცდება საკუთარი კანდიდატის დაყენებას და იბრძოლებს იმისთვის, რომ მისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს", - თქვა ძაბირაძემ.

როგორც ძაბირაძე ამბობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბევრ ოლქში დაინიშნება მეორე ტური, სადაც, მისი თქმით, დიდი ალბათობით მმართველი პარტია გამიმარჯვებს.

„არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ალბათ ძირითად შემთხვევაში იქნება მეორე ტური. მაგრამ მეორე ტურში რეგიონების უმეტესობაში გავლენ „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები.

"ასეთ შემთხვევაში უნდა განსაზღვრონ ის, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი. როდესაც საუბარია ოპოზიციურ ჯამურ ხმებზე, არ არის წარმოდგენილი რეალური შედეგები. ჯამური ხმები ყოველთვის იშლება, ამ საპარლამეტო არჩევნებზე არ იქნება ხმების ისეთი გადანაწილება როგორიც იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების პირველ ტურში.

"მაშინ, საკამაოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველი მოვიდა და ის პროპორცია რაც დახვდათ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეეესაბამებოდა აქტივობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მოვა უფრო მეტი ამომრჩეველი და პროპორციები, რა თქმა უნდა, შეიცვლება.

„თუ გავითავლისწინებთ „ედისონ რისერჩის" ბოლო კვლევის შედეგებს, ვნახავთ, რომ 39% აქვს „ქართულ ოცნებას, 20%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს და ოპოზიციას ჯამურად 41% უგროვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატებს, მოსახლეობის ეს რაოდენობა დაუჭერს მხარს.

„ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში იქნება რაც შეიძლება ბევრი მანდატის მოპოვება და ამის გამო ისინი საკუთარ კანდიდატებს დააყენებენ ყველა ოლქში. აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ მეორე ტურში გავლენ ძალიან მაღალია, მაგრამ ასეთივე მაღალია იმის ალბათობა, რომ საერთო ჯამში უმრავლეს ოლქებში დამარცხდებიან", - გვითრხა ძაბირაძემ.

რაც შეეხება პროპორციულ სიას, ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სიაუცნობი სახეებით დააკომპლექტოს. მაგრამ, მისი შეფასებით სიის სათავეში მაინც მოქმედი პარტიული ელიტა იქნება.

„მეორე ტურზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს პროპორციული არჩევნების შედეგი. თუ ისევ „ედისონ რისერჩის" გამოკითხვას გავითვალისწინებთ, მმართველი გუნდი პარტიული რეიტინგით იქნება ნომერი პირველი პარტია და ექნება პარტიებს შორის ყველაზე მეტი პროცენტი. რაც მათ პრივილეგიას მისცემს, რომ მოახდინოს მთავრობის ფორმირება.

„მმართველი გუნდის პროპორციულ სიაში იქნება ალბათ უცნობი სახეებიც, მაგრამ წამყვანი იქნება ის გუნდი, რომელიც დღეს აკონტროლებს პარლამენტს", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×