რეზონანსი
24.07.2020

ნინოწმინდა-საღამოს მაგისტრალზე ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას რადიო "ნორი" ავრცელებს.

დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ჯგუფები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×