რეზონანსი
24.07.2020

უდანაშაულოებზე ხელის აწევა, ცემა არ არის გამართლებული საქციელი, ამას არავინ გაპატიებთ, - ამის შესახებ ფეისბუქზე მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.

მისი თქმით სოფელ დუისში დაპირისიპირების დროს, მის ძმას ფიზიკურად შეეხნენ და ამას არავის შეარჩენს.

"მინდა მივმართოო ჩვენს მეზობლებს მატნელებს გეყოფათ ყოველჯერზე ამ გზის გადაკეტვა თქვენ პირდაპირ იმისკენ აბიძგებთ პანკისი თითქოს გამოყოფილი ნაწილი იყოს საქართველოსგან გასაგებია ჩხუბი შეხლა შემოხლა მაგრამ უდანაშაულოებზე ხელის აწევა ცემა არალის გამართლებული საქციელი ამას არავინ გაპატიებთ მოსულია ჩხუბი შერიგებაც მაგრამ გზების გადაკეტვა საერთოდ უდანაშაულო ადამიანის ცემა მიუღებელია როგორც ახლა ამ შემთხვევში ჩემს ძმაზე აწიეთ ხელი მე ამას არ მივესალმები და არც არავის შევარჩენ ისე რო ყველამ გავაცნობიეროთ შეცდომების ყოველ ჯერზე დაშვება არ შეიძლება თქვენ კარგათ იცით რამდენად პატივს გცემთ მატნელებს და რამდენი ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს", - წერს მაჩალიკაშვილი.

გვიან ღამით დაპირისპირება მოხდა პანკისში ქისტებსა და სოფელ მატანის მცხოვრებლებს შორის. მატანელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში კი პანკისთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ისინი ვითარებას სრულად აკონტროლებენ და პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×