რეზონანსი
24.07.2020

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მოხდა, სადაც ავტობუსი, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×