რეზონანსი
25.07.2020

„მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ინფექციის გადაცემის შემთხვევები იზრდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ორგანიზაცია მოსახლეობას კვლავ ჰიგიენური ნორმებისა და კარანტინის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ახლა ყველაზე მთავარია ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. COVID- 19 არ ცნობს საზღვრებს, იდეოლოგიებს, პოლიტიკურ პარტიებს. გაიხსენეთ, რამდენად ხშირად იბანთ ხელს და იცავთ მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სოციალურ დისტანციას. ინფექციის გადაცემის შემთხვევები იზრდება, მის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×