
19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქრაშვილის ხსოვნას კიდევ ერთი ლექსი მიუძღვნეს. სოციალურ ქსელში კოკა ხითარიშვილი თავის დაწერილ ლექსს აქვეყნებს, რასაც შაქარაშვილის და პირად გვერდზე აზიარებს.
„მწარე სიკვდილი მარგუნა ბედმა,
ადრე დავლიე უმანკო სული.
ცხარე ცრემლებით დამტირის დედა,
დასველდა ცრემლით მგლოვიარე გული
წავედი მაგრამ, დარჩება ხსოვნა,
მეგობართ გულში მუდამ დავრჩები,
მათ არ დავტოვებ უმანკო გულით
საფლავზე მომსვლელთ ქნარად დავხვდები,
დღეს ჩემი ბინა გამოვიცვალე,
არც კი მაცალეს ფიქრი ამაზე,
თავში ხელკეტი ისე ჩამარტყეს
როგორც მოწამე ისე მაწამეს.. !!!“
კ.ხ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე