რეზონანსი
25.07.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქმის მასალების ნაწილს უკვე გაეცნო. რამიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს ვერ გაურკვევია, დევს თუ არა საქმეში დრონის მეშვეობით გადაღებული კადრები.

„თუ გამოყენებულია დრონი, მე მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები, რა ადგილები არის მოძიებული და რა ადგილებში მიმდინარეობდა ძებნა. თვითონაც ვერ გარკვეულან, ჩანაწერები არის საქმეში თუ არა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

მასალები სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნასაც მოიცავს. საქმეში დევს ფოტომასალაც, რომელიც იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ცხედარი აღმოაჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×