
„ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დაიჭირეს.
როგორც პოსტიდან ირკვევა, კუკუნაშვილი სარფამდე პატრულის ეკიპაჟმა მიიყვანა.
მისი თქმით, პატრულის მოწყობილობა ჰქონდა მანქანაში ჩამონტაჟებული, რითაც გზაზე რაციითა და საპატრულო სიგნალით წესრიგს ამყარებდა.
„პატრულის ეკიპაჟმა მიმიყვანა სარფამდე, იმიტომ რომ დამიჭირეს, დამიჭირეს იმიტომ რომ, პატრულის მოწყობილობა მქონდა მანქანაში ჩამონტაჟებული და გზაზე რაციითა და საპატრულო სიგნალით წესრიგს ვამყარებდი და ვიღაცამ ჩაგვიშვა...
მაგრამ ეს არაა ეხლა მნიშნვნელოვანი, არამედ ის, რომ მთელი გზა მეც და პატრულის თანამშრომლებიც ამ მთავრობას ვლანძღავდით, ამბობდნენ რომ ოცნებას ტყუილად აქვს ადმინისტრაციული რესურსის იმედიო...
ეკონომიკის დაქცევის, უაზრო კარანტინების ხალხის წამებისა და თვით პოლიციის დისკრედიტაციისთვის ოცნება ამ არჩევნებზე პასუხს აგებსო...
ვის ახსოვდა ჩემი საპატრულო მოწყობილობა იმხელა ზიზღი და სიძულვილი იკითხებოდა მათი მხრიდან ოცნების მიმართ...
პ.ს. ოცნების პატიმრებო და კორონადეზინფორმაციის მსხვერპლნო, თურქეთში უპრობლემოდ შემოხვალთ და გაფრინდებით სადაც გინდათ...
რაღადროს კორონააო ტაქსის მძღოლმაც...
კაფე, ბარები, ჟრიამული, დუღს ცხოვრება თურქეთში...
სხვა ქვეყნებიდანაც მოგაწვდით ინფორმაციას ოცნების პატიმრებო“,- წერს კუკუნაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე