რეზონანსი
31.07.2020

„ჩვენ ვგლოვობთ საქართველოში გარდაცვლილებს და გული შეგვტკივა იმ პირებისთვის, ვინც ამ ვირუსს ებრძოდა. რიცხვები იმდენად დაბალია, რომ ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი. ვიცით, რომ ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები ჰყავს ქვეყანას, რომლებიც უკვე ეროვნულ გმირებად აღიქმებიან. მთავრობა უსმენდა მეცნიერებს. ეს ძალიან ნათელი იყო“, - ამის შესახებ გაეროს მუმდივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×