
გუშინ 112-ში გამაოგნებელი ზარი შევიდა. 24 წლის გიორგი კინოიანმა საკუთარი კაბინეტიდან პითონის ჯიშის გველი დაკარგა. იგი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგული გველი სპეციალურმა სამსახურმა იპოვა, თუმცა თავად გველის მეპატრონე ამტკიცებს, რომ რომ სეხელმწიფო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„როდესაც გველი დაიკარგა დავრეკე 112-ში, სადაც გადამამისამართეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში. ბიჭებს, ვინც ადგილზე მუშაობდნენ მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გველის საპოვნელად ევაკუაცია გამოცხადდა და აქ რაღაცეების დანგრევა მოუწიათ სიმართლეს არ შეესაბამება”, – უთხრა „პრაიმტაიმს” გველის პატრონმა.
სამეფო ჯიშის პითონი ახლა 5 თვისაა. ის გიორგი კინოიანმა ერთ-ერთ ზოომაღაზიაში შეიძინა. ამბობს, რომ გველი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პატრონი ქვეწარმავალს თაგვებით კვებავს, რომელთაც ასევე ზოომაღაზიაში ყიდულობს.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე