რეზონანსი
05.08.2020

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა გათხოვდა. მისი რჩეული 38 წლის გერმანელი ტიმ შულცია. შულცი დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგია. წყვილმა ერთმანეთი გერმანიაში საჩვენებელი ტურნირის დროს გაიცნო.

წყვილი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ბრაზილიაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ, საიდანაც საქართველოში 16 მარტს დაბრუნდნენ, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოდან წასვლა ვეღარ მოახერხეს და თბილისში დარჩნენ.

სოფიამ და ტიმ შულცმა თავიანთი ურთიერთობა შაბათს დააკანონეს და იუსტიციის სახლში, საიდუმლოდ, ხელი ყველა წესის დაცვით მოაწერეს. წყვილი ხვალ ტიმ შულცის სამშობლოში, ფრანკფურტში მიემგზავრება.

იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×