რეზონანსი
05.08.2020

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დღეს 44 წლის გახდა. სოციალური ქსელის საშუალებით მას უამრავი ადამიანი ულოცავს დღევანდელ დღეს.

მათ შორის არის გამსახურდიას დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელიც შვილს „ფეიბუქით" მიმართავს და მაქსიმალურად ამხნევებს.

„ჩემო საყვარელო ცოტნე ! გილოცავ დაბადების დღეს ! შენი გამოჯანმრთელება და მტრების დამარცხება აუცილებლად მოხდება, შენ გაიმარჯვებ ყველა მოღალატეზე, შინაურზე თუ გარეულზე, საქართველო შენით ამაყობს და იამაყებს, როდესაც შენი სურვილები განხორციელდება! ჩემო სიცოცხლე რვა თვე შესრულდა, რაც შენ არ მინახიხარ, სუსმა შენი თავი ჯალათ-ვალიდა აბუსერიძის სულიერ მემკვიდრე ჯაბიევას ჩააბარა, იმ ბებია ქალს რომელიც სუს-ის შთამომავლობითი მემკვიდრეა, ვებრძოლოთ ბოროტებას შენთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულდება, შენ გაიმარჯვებ ბოროტებაზე, მკვლელებს ქართველი ერი სათანადო განაჩენს გამოუტანს, იცოცხლე დიდხანს, სიხარული და გამარჯვება მოგმადლოს უფალმა! შენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. გეხვევი, გკოცნი შენი დევნილი დედა. მრავალჟამიერ შენი სიცოცხლე. ამინ!" - წერს მანანა გამსახურდია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×