
ბეირუთის პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქება იმ ფეთქებადსაშიშმა ტვირთმა გამოიწვია, რომელიც 2013 წელს ბეირუთში საქართველოდან ჩაიტანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
ბოლო მონაცემებით, ლიბანის დედაქალაქში მომხდარმა აფეთქებამ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 3.7 ათასი დაშავდა. 5 აგვისტო ბეირუთში გლოვის დღედაა გამოცხადებული. თვითმხილველები ყვებიან, რომ წარმოუდგენელი სიძიერის აფეთქების შედეგად თავად პორტი და მისი მიმდებარე საცხოვრებელი კვარტლები მომენტალურად მიწასთან გასწორდა, ყველაფერს ცეცხლი ეკიდა, ციდან კი რამდენიმე წუთის განმავლობაში მასობრივად ცვიოდნენ დახოცილი ფრინველები.
მათივე შეფასებით, აფეთქება აპოკალიპტიკური მაშსტაბის იყო და ჰიროსიმაში ბირთვული ბომბის აფეთქებასთან იწვევდა ასოციაციებს.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა პირობა დადო, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და ის პირები, რომელთა დაუდევრობამაც ამხელა ტრაგედია გაოიწვია, უმკაცრესად დასიჯებიან. მისი თქმით, 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ექვსი წლის განმავლობაში უსაფრთხოების ზომების სათანადო დაცვის გარეშე ინახებოდა, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა.
საქმის გამოსაძიებლად ლიბანის პრემიერმა სპეციალური კონისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც 48 საათში ინციდენტის მიზეზსა და პასუხისმგებელ პირებს დაადგენს. სამშაბათს ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომისას ითქვა, რომ გემი რომლიდანაც ფეთქებადი ნივთიერება გადაიტვირთა, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიცურავდა.
2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატით დატვირთული მოლდოვის დროშით მცურავი გემი „როსუსი" ბათუმის პორტიდან 2013 წელს დაიძრა. თუმცა, ცურვისას შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო იძულებული გახდა დაუგეგმავად შესულიყო ბეირუთის პორტში. საპორტო კონტროლის ინსპექტორებმა გემზე ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევები გამოავლინეს და „როსუსი" დააპატიმრეს.
ამასთან, ტვირთის მფლობელებს არ მოსცეს უფლება ამონიუმის ნიტრატი სხვა გემზე გადაეტვირთათ და მოზამბიკში წაეღოთ. საბოლოოდ, 2014 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფეთქებადსაშიში ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და მას შემდეგ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ბეირუთის პორტის მე-12 საწყობში ინახებოდა,
მას შემდეგ ლიბანის ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა საშიში ტვირთი იარაღის ან ფოიერვერკების მწარმოებლებისთვის მიეყიდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, გარიგებები ვერ შედგა.
წინასწარი ვერსიით, სამშაბათის ამ ტვირთის აფეთქება სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. მუშები საწყობის კრინის კარის შეკეთებას და კედლის გამაგრებას ცდილობდნენ და შედუღებითი სამუშაოების დროს ნაპერწყების გაბნევის შედეგად ამონიუმის ნიტრატი აალდა.
როგორც 2014 წელს სააგენტო „ინტერფაქსი" წერდა, ლიბანში დაკავებულ გემის ბორტზე რუსი და უკრაინელი მეზღვაურები იმყოფებნოდნენ. როგორც მაშინ მეზღვაურები აცხადებდნენ, გემის მფლობელი რუსი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი იყო, რომელიც ხაბაროვსკიდან იყო, ხოლო იმ დროისთვის კვიპროსზე ცხოვრობდა. მეზღვაურები ჩიოდნენ, რომ გემის მფლობელმა ისინი ფაქტობრივად გაჭირვებაში მიატოვა.