ია აბულაშვილი
05.08.2020

 სააკაშვილის კრიტიკა გიორგი ვაშაძის მიმართ მწვავედ არ აღმიქვამს. ის დღეს არის საქართველოდან ძალიან შორის და მესმის მისი პოლიტიკური მდგომარეობა. პასუხი გავეცი ძალიან მსუბუქად - „ფეისბუკზე“ გავუგზავნე ფერადი ყვავილები და ვუსურვე არა შავ-თეთრ, არამედ მრავალფეროვან საქარველოში დაბრუნება“ - ასე ეხმაურება „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ საკაშვილის განცხადებას ოპოზიციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი აქტიურად იქნებოდა ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევთნო კამპანიაში და პარტია დამოუკიდებლად წარმართავდა მას. ასევე მან გააკრიტიკა გიორგი ვაშაძე, რომელიც, მისი თქმით, ბნელ მხარეს გადავიდა, როდესაც „ძალა ერთოაბშიას“ გამოეყო.

„ამ შემთხვევაში ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივი თამაში - როგორმე დაგვშალოს. ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ უნდა იყოს თეთრი და შავი, სინათლე და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ამ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი ჩხარტიშვილმა გადაათრია, თუ ვინ გადაათრია,“ - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩვენ არ დაგვიშლია ოპოზიციის ერთობა, თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა არჩევნებში დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა. მათი გადასაწყვეტია ვინ ჩაერთვება აქტიურ საარჩევნო კამპანიაში და ვინ არა, სააკაშვილი იქნება ეს თუ სხვა, ვერავინ ვერ დაუშლით.

„რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს იყო შეცდომა, მაგრამ ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსებსაც მოსდით შეცდომა. მე პირადად ასე მწვავედ არ აღმიქვამს, რადგან ის დღეს არის შორს საქართველოდნ და მესმის მისი პოლიტიკური მდგომარეობა. ამიტომ პასუხიც მსუბუქად გავეცი - „ფეისბუქზე“ გავუგზავნე ფერადი ყვავილები და ვუსურვე არა შავ-თეთრ, არამედ მრავალფეროვან საქართველოში დაბრუნება. ვფიქრობ, რომ სააკაშვილს ეს ამბავი ემოციურად მოუვიდა და გაგრძელება არ ექნება.

„რაც შეეხება (ვანო) ჩხარტიშვილს, ვაშაძის სიდედრის ძმას, სწორედ ეს გიორგი ვაშაძე იყო, რომელიც იმ დროს იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად უჭირდა და მისი გაქრობაც კი სურდათ პოლიტიკვრი ველიდან. სწორედ სააკაშვილი იყო, რომელმაც 2018 წელს თქვა, რომ გიორგი ვაშაძე კარგი პრემიერ-მინისტრი იქნებაო.

„მე და გიორგი ვაშაძემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა ბლოკი. მე ჩემს პოზიციაზე ვრჩები. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. დღეს საქართველოს ნამდვილად არ ჰყავს ასეთი რეფორმატორი პოლიტიკოსი, როგორიც გიორგი ვაშაძეა“, - განაცხადა „რეზონანასთან“ თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×