თამთა ჩაჩანიძე
05.08.2020

პრემიერ-მინისტრობის თავის კანდიდატს უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტია „ლელოც" დაასახელებს. როგორც „რეზონანსთან" საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ აღნიშნა, „კონკრეტულად დავით უსუფაშვილი იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ვინმე", ამას საზოგადოება სექტემბერში გაიგებს.

„ლელოს" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი რა თქმა უნდა ეყოლება. უბრალოდ, ამ ეტაპზე ჩვენ ასე საჯაროდ არ ვასახელებთ, იმიტომ, რომ მაგის დროც მოვა. სექტემბრისთვის ვფიქრობთ და უფრო მეტსაც გეტყვით - არა მხოლოდ პრემოერ-მინისტრობის კანდიდატეს, არამედ მინისტრობის რამდენიმე კანდიდატებსაც დავასახელებთ.

„საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ იცოდნენ ამა თუ იმ რეიტინგული პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, რათა წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი პრემიერ-მინისტრი და ცხადია, ჩვენ ხალხის ამ ინტერესს აუცილებლად დავაკმაყოფილებთ", - აღნიშნა კოჟორიძემ.

„რეზონანსის" კითხვაზე განიხილება თუ არა გუნდში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, კოჟორიძემ გვიპასუხა, რომ პრეზენტაციამდე „ლელო" კანდიდატის ვინაობას არ ამხელს.

„კონკრეტულად დავით უსუფაშვილი იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ვინმე ამას ჯერ ცხადია ვერ გეტყვით. ამის დრო როცა მოვა, მაშინ ვიტყვით. მაღალი ალბათობით, ეს სექტემბერში მოხდება", - განაცხადა კოჟორიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×