მარიამ ნებულიშვილი
05.08.2020

ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ თბილისში ეყოლება, დანარჩენ 22 ოლქში კი ასეთი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამის მიზეზებზე „რეზონანსს"„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ესაუბრა.

დეკანოიძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ" მათ 4 ოლქის დათმობა სთხოვა, რაზეც უარი უთხრეს.

„თბილისის გარდა არაფერზე მოლაპარაკებები „ნაციონალურ მოძრაობას" და

„ევროპულ საქართველოს" შორის არ ყოფილა. მათ ჰქოდნათ წინადადება რეგიონების 4 ოლქში მხოლოდ საკუთარი კანდიდატები დაეყენებინათ და ამ 4 ოლქიდან 2 „ნაციონალურ მოძრაობას" მოგებული აქვს, ამიტომ არ განვიხილეთ ეს წინადადება", - ამბობს დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს" ცნობით, ისინი „ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონების საარჩევნო ოლქების გაყოფის ორ ვარიანტს სთავაზობდნენ - 11/8 და 8/4.

პირველი სტრატეგიით 11 მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობა" წარადგენდა საკუთარ კანდიდატს, 8-ში კი - სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, რომელსაც ყველა სხვა ოპოზიციური პარტია დაუჭერდა მხარს.

11 ოლქი სადაც „ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს, იყო: თელავი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი და ჭიათურა.

8 ოლქი, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები იქნებოდნენ იყო თერჯოლა, სამტრედია, ზემო აჭარა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია და რაჭა.

რაც შეეხება მეორე სტრატეგიას, თუ პირველი არ გამოვიდოდა, მაშინ „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" 12 მაჟორიტარულ ოლქს გაიყოფდნენ. ზემო აჭარაში, მარტვილში ან ფოთში, ზესტაფონი-თერჯოლაში და ხონში „ევროპული საქართველოს" კანდიდატები იქნებოდნენ, დანარჩენ 8 ოლქში კი -„ნაციონალური მოძრაობის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×