რეზონანსი
06.08.2020

“თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი და “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ვუყურებ თეა ადეიშვილის გადაცემას და:

პირველი, ბაჩალიეშვილებს ჰყავთ ძალიან დებილი ადვოკატი;

მეორე, ელისო კილაძე არის ნაძირალა.

მესამე, ამ საზოგადოებას არაფერი არ ეშველება.

მეოთხე, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, ჟურნალისტიკაშიდაც სრული არაკვალიფიციურობა და არაპროფესიონალიზმის ზეიმია.

მეხუთე, სასწრაფოდ შესასწავლია რეალურად რა საქმიანობითაა დაკავებული ეს კომპანია "ზეგი" და რატომაა მათი საქმიანობა გასაიდუმლოებული, როგორც ეს მისივე ე.წ. ამერიკელმა დამფუძნებელმა განგვიცხადა!

თეა ადეიშვილმა რომ კითხვა დაუსვა კილაძე - აი, ის თქვენს მიერ ნახსენები ოზურგეთელი ნამდვილი ბაჩანა სად არისო… ისაო ესაო აუგდო სიტყვა ბანზე და მერე დააბრეხვა, კი, კი მოიძებნაო. აიო, ვიღაც ჟურნალისტებმა ჩაწერესო. ვინ ვიღაც ჟურნალისტებმა ჩაწერეს, სად ჩაწერეს, სად არის ეს ჩანაწერი მერე თუ ჩაწერეს? ამას დებილი ჰგონია, მგონი, ყველა ვინც მაგას უსმენს. ნუ შეიძლება ეგრეცაა, მაგრამ მეც შემომესმინა დღეს და გულისამრევად ნაძირალა ქალია!” – წერს თეა თუთბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×