რეზონანსი
06.08.2020

აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ნინო ჟვანიას და მისი ოჯახის შესახებ მიმართვას ავრცელებს:

“მოხდა უბედურება, ტრაგედიაა, რაც მოხდა, ამას არავინ უარყოფს და არ დავიწყებ ბუსას გამართლებას, რომელიც არაჩვეულებრივი ბავშვი იყო ყოველთვის, განათლებული და ვაჟკაცი… ჩემი მიკას მეგობარია… უმძიმესი ცხოვრება აქვს გამოვლილი ამ ბიჭს, სულ პატარას წაართვეს ბავშვობა და დაემუქრნენ სიკვდილით ღიად!

მერე, ბადრი პატარკაციშვილი იცავდათ, სკოლაშიც კი აკითხავდა, უმამობა რომ არ ეგრძნოთ, ყველაფერს ცდილობდა და ისიც მოუკლეს!.. კიდევ ერთხელ ჩამოენგრათ მთელი სამყარო ამ ბავშვებს.. მუდმივ შიშში…

დიახ, არ მოგეჩვენათ, ნინოს ემუქრებოდნენ შვილებით და ასე გააჩუმეს! იმთავიდანვე ბუსამ იცოდა რა ტრაგედიაც დატრიალდა მის ოჯახში, მუქარაზეც იცოდა! ძალიან ბევრი რამე იცოდა მისი ასაკისთვის, საშინლად ბევრი!

როცა წამოიზარდა, სადაც გადაეყარა, იქ აგინა კიდეც პირში მის “ძვირფას” ნათლიებს, მათ შორის გია ბარამიძესაც და არც გაბედოს უარყოფა!..

მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ინდულგენცია, და ვერ გაამართლებს მის საქციელს.. სამწუხაროდ , პასუხი უნდა აგოს.. იმედი მაქვს , სასამართლო გაითვალისწინებს ყველაფერს…

როგორ ღირსეულად მოიქცა დედა -ნინო ქადაგიძე-ჟვანია, როდესაც ბოდიში მოიხადა და გულწრფელად უთხრა თოფაძეებს, რომ ერჩივნა მათ ადგილას თვითონ ყოფილიყო… ის აშკარად არ ტყუოდა, მე ვიცი, ადრეც მინახავს ასეთი რამ.

და ნახეთ, როგორ ღირსეულად იქცევიან თოფაძეები, როდესაც მამა ირაკლიმ და ბაბუა გოგიმ განაცხადეს, რომ ნინოს შეხვდებიან და მხარს დაუჭერენ და რომ შეეცოდათ ბიჭიც და დედაც. ველოდი თოფაძეებისგან ასეთ საქციელს… ვიცოდი რომ ჩემი საყვარელი გოგი ბიძია და უკარგესი ადამიანი ირაკლი სხვანაირად არ მოიქცეოდნენ, ქალს არ გათელავდნენ, არც ბიჭს… ზუსტად ასეთ კაცურ კაცობას ველოდი…

თოფაძეებს იმდენი სიკეთე აქვთ ნაკეთები, ლევანი აუცილებლად კარგად იქნება, ჯანსაღი და ჯანმრთელი.

აი, ეს არის ჩემი თბილისი, ჩემი საქართველო და ეს ოჯახები, ლეშიჭამია სვავებს და გიენებს არ მოგცემენ საშუალებას, რომ მათი ოჯახების ტრაგედია თქვენი სარეიტინგო-საჯილდაო ქვად ან ბურთად გაიხადოთ და ჩამოაჯინოთ ხალხი სასეიროდ", – წერს მანჩო გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×