ია აბულაშვილი
07.08.2020

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალურ მოძარობას" ჰქონდა მხოლოდ ერთი გეგმა, მოეხდინა რევოლუცია - რევოლუციური სცენარი ჩაეშალათ და აღმოჩნდა, რომ არჩევნებისთვის მზად არ არის, ალბათ ახლა იბრძოლებს იმაზე, რომ დარჩეს პირველ ოპოზიციურ ძალად"-აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა შანსებზე საუბრისას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის წერებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება მაჟორიტარული კანდიდატების დაკომპლექტების პროცესი, დაინიშნება საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ არჩევნებში წარსდგნენ თუ არა ჩრდილოვანი კაბინეტით, რომელშიც "ძალა ერთოაბშია" შემავალი პარტიების წარმომადგენლებიც იქნებიან.

"ოცნება" აგვისტოს ბოლოს საპარლამენტო არჩევნებისთვის თავის პროპორციულ სიას დაასახელებს. როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს "ოცნების" პარტიულ სიაში ბევრი ახალი სახე იქნება.

"ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, მხედველობაში მაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია. პოლიტტექნოლოგის კუთხით, ჯერ არ ჩანს რა სიახლეს შესთავაზებენ პოლიტიკური ძალები ამომრჩეველს. ჯერ-ჯერობით სახეზე გვაქვს ნეგატიური საარჩევნო კამპანია ტელევიზიებით.

"რაც შეეხება ოპროზიციას, კერძოდ, ნაციონალურ მოძრაობას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჰქონდათ მხოლოდ ერთი გეგმა, მოეხდინათ რევოლუცია, რევოლუციური სცენარი ჩაეშალათ, შევიდნენ არჩევნებში, მაგრამ როგორც ჩანს მზად არ არიან არჩევნებისთვის. მათი მესიჯი არის მხოლოდ ის, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.

"ფაქტია, რომ 8 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებს აგებენ, და ერთხელაც არ გაუანალიზებიათ თავიანთი შეცდომები. "ნაციონალებში" არის ინტელექტუალური კრიზისი. იმასაც კი ვერ აანალიზებენ, სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მათ სარგებელს მოუტანს თუ ზიანს. ალბათ ახლა იბრძოლებენ არა გამარჯვებაზე, არამედ იმაზე, როგორ დარჩნენ ნომერ პირველ ოპოზიციურ ძალად, რადგან სხვა პარტიების, "ლელოს" და "ევროპული საქართველოს" სახით კონკურენტები გამოუჩნდათ. მაგრამ რომ იყო ნომერ პირველი ოპოზიციარი ძალა, საზოგადოებას უნდა შესთავაზო სიახლე, ეს ძალა კი კვლავ აგრძელებს აგრესიულ რიტორიკას და დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალად რჩება.

"რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ალბათ ნათელაშვილის ეზოში ჩასფრებულლი "ევროპული საქართველოც" რევოლუციურ სცენარს ელოდა, ისევე, როგორც სხვა პატარა პარტიები. ამიტომ ვერც ისინი გაიზარდნენ დიდად.

"ლელოს- საქართველოსთვის", რომელთან მიმართებაშიც იყო საზოგდაოებაში მოლოდინი, რომ შეიძლება მესამე ძალა გამხდარიყო, არ გამართლდა. ლელომ თითონ არ იმუშავა თავის მესამეობზე. ჩაჯდა იმ ნიშაში, რომელიც დაკავებული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", ხშირად მათი გაკეთებული განცხადებები ამაზე მიანიშნებს.

"როგორც ჯდება "ოცნების" შანსები ამ პალიტრაში, ჯერ-ჯერობით "ოცნებას" მაჟორიტარებში ძლიერი ფიგურები ჰყავს, დანარჩენი გამოჩნდება, როცა პარტიულ სიას წარმოადგენს. ისე "ოცნების" საარჩევნო ლოზუნგი ალაბთ უნდა იყოს "ხელს შევუწყობთ ახალი ოპოზიციის გაჩენას" - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×