
პანდემიამ მსოფლიო ახლი გამოწვევბის, პოლიტიკური კრიზისისა და საკითხების გადაფასების წინაშე დააყენა. კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები მუშაობენ. ერთგვარი რბოლაა გაჩაღებული პირველობისთვის.
დიდი ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა ვაქცინამ წარმატებით გაიარა კვლევების სამივე ეტაპი.
აშშ-ის ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის თმით, წლის ბოლოს ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა ექნებათ.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მიხაილ მურაშკოს თქმით, მათი ვაქცინა წარმატებით უმკლავდება ინფექციას და ოქტომბერში მასობრივი ვაქცინაციაა მოსალოდნელი. ამასთან ერთად, როგორც ფილიპინებში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რუსეთი აპირებს ფილიპინებს მიაწოდოს ვაქცინა ან გაერთიანდეს ადგილობრივ ფირმასთან რათა წარმოება გაზარდოს.
რა გავლენას იქონიებს პანდემია მსოფლიოში ძალთა ბალანსის ახალ გადანაწილებაზე და ექნება თუ არა ვაქცინის შექმნას ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამ თემებზე „რეზონანსს" ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესაუბრა.
მისი თქმით, ვაქცინის შექმნაში პირველობა არ იქნება ძალთა ბალანსის გადანაწილების მთავარი ფაქტორი. როგორც ფხალაძე ამბობს, პროცესი კომპლექსურია, მაგრამ გარკვეულწილად პანდემიამ ხელი შეუწყო მის დაჩქარებას. გამოაშკარავა ბევრი რამ, რაც შემდეგში ძალთა გადანაწილებას განაპირობებს.
„ის ფაქტი, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე რამდენიმე ქვეყანა მუშაობს პარალელურად, მხოლოდ და მხოლოდ კარგია. ყველა ცდილობს საკუთარი ძალები მაქსიმალურად გამოიყენოს იმისათვის, რომ ვაქცინა შეიქმნას. ბუნებრივია, რომ ეს უპირველეს ყოვლისა შემქმნელ ქვეყანას დაეხმარება და შემდგომ გავა მსოფლიოში.
„ძალთა ბალანსი რთული თემაა, რომელიც ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც ვაქცინის შექმნასთანაა დაკავშირებული. კორონავირუსისგან გამოწვეულმა პოლიტიკურმა კრიზისმა და დაძაბულობამ, ეს ყველაფერი ცოტა სხვა სიბრტყეში გადაიტანა.
„ჯერ ერთი, როდესაც ჩინეთის თემაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ შეერთებული შტატები არამედ სხვა ქვეყნებიც საუბრობენ მის ბრალეულობაზე. მაგალითად, გერმანიამ მოითხოვა კომპენსაცია კორონავირუსისგან მიყენებული ზარაალის გამო. ეს პროცესები უკვე პანდემიას სცდება.
„ზოგადად, მსოფლიო დიდი ხანია არის ახალი წონასწორობის ძიებაში. სწორედ ამ წონასწორობამ უნდა შექმნას ახალი ბალანსი, რაც განპირობებულია არამხოლოდ კორონავირუსით, არამედ ჩინეთის მზარდი ექსპანსიით, რუსეთის დიდი აგრესიით, ტერორიზმის გავრცელებით და ა.შ. თანამედროვე რეალობაში ეს ყველაფერი შევიდა ძალიან დაძაბულ ფაზაში.
„თუმცა, პანდემიამ იმავდროულად დაანახა ქვეყნებს და მათ შორის დასავლეთის ის, თუ ვინ ცდილობს ამ პანდემიის გამოყენებას მღვირე წყალში თევზის დასაჭერად. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისევ დეზინფორმაციის მთელი კასკადები, რომლებიც ამ პერიოდში აშშ-ის, დასავლეთის, ნატოს, ევროკავშირის მიმართ წამოვიდა, რუსეთისა და ჩინეთის მხირდან.
"თავისთავად ცხადია, რომ ქვეყნები ძალიან დიდ ყურადღებას დაუთმობენ ამას. ასე რომ, ეს საკამაოდ კომპლექსური თემაა. არამგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინის შექმნასთანაა დაკავშირებული, მაგრამ, ფრაქტია, რომ ზოგადად უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყნებისა გადაიხედება. ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი კვლავ ძლიერი იქნება.
„პანდემია, რა თქმა უნდა, თავის როლს შეასრულებს ამ პროცესში, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა მსოფლიო ძირითადად დაკავებულია სწორედ პანდემიით და სხვა რაღაცისთვის ნაკლებად სცალია. მეტი დრო და რესურსი იქნება გამოყენებული მის დასრულების მერე ძალთა გადანაწილებაში. რასაც გამოიწვევს უშუალოდ პროცესი და არა ვაქცინა", - ამბობს თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან".
როგორც ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, ვაქცინა ქვეყნებს ძალიან დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს და საშუალებას მისცემს არსებული მდგომარეობით „იხეირონ". მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინა წარმოებაში ჩაშვებამდე კარგად იყოს შემოწმებული, რათა მსოფლიომ თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და შემდეგი გართულებები.
„ვაქცინის შექმნა იქნება წმინდად ეკონომიკური მომენტი, თუ ქვეყნები მის გაყიდვას დაიწყებენ. მაგრამ, მე მაინც მგინია, რომ შესაძლოა უფასოც იყოს თუ ჩაერევა გაერო და ა.შ.
„ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თქვას, რომ მე შვექმენი და გავყიდიო, ვერც ვერავინ დაუშლის ამას. ძალთა გადანაწილებაზე და პოლიტიკურ საკითხებზე ეს რამდენად აისახება, არ ვიცი, მაგრამ ეკონომიკურად რომ გაძლიერდება ის ქვეყანა, რომლიც პირველი შემქნის ვაქცინას ფაქტია.
„ამჯერად ვაქცინის შექმნა ძალიან დიდ პერსპექტივებს უკავშირდება იმ ქვეყნისთვის, რომელიც ამას მოახერხებს.
„ძალიან ცუდი იქნება თუ ვინემ დაიწყებს ამით სპეკულირებას. მთავარი არის ის, რომ არ მოხდეს მოუმზადებელი გამოუკვლეველი ვაქცინის გაშვება სამედიცინო წრეებში და პაციენტმა არ მიიღოს კიდევ უფრო ცუდი დარტყმა ვიდრე კორონავირუსი იწვევს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინა არ არის წამალი, ეს არის პრეპარატი, რომლის საშუალებითაც ადამიანმა იმუნიტეტი უნდა გამოიმუშაოს. ამიტომ, ყველა ადამიანი ისედაც გარკვეული საფრთხის წინაშე დგება კარგი ვაქცინის მიღებისასაც, თუ ის ალერგიულია, უცხო ცილას ვერ იტანს და ა.შ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ვაქცინის შესწავლა სანამ მისი გაშვება მოხდება რეალიზაციაში.
„პოლიტიკა და სამედიცინო სამყარო, ჩემი აზრით, სრულიად სეპარაციულად უნდა იყვნენ ერთმანეთთან. უშველო ადამიანს ერთია და პოლიტიკური ანგაჟირება გაუკეთო რამეს მეორე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვაქცინა თუ იქნება კარგია, მაგრამ მერე უკვე უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის მოსახლეობისთვის და არა იმაზე თუ რომელი ქვეყანა მიუტანს მათ სახლში ამ ვაქცინას", - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან".