
მოუხედავად ექიმების უარყოფითი მოსაზრებისა, ლევან თოფაძემ მაინც დატოვა კლინიკა და უკვე სახლშია.
„დღეს გამოვიყვანეთ კლინიკიდან, ძალიან ითხოვდა, თვითონ ექიმებს უნდოდათ დარჩენილიყო, მაგრამ ბავშვის თხოვნა იყო, რომ სახლში გაეწერათ“, -აცხადებს გოგი თოფაძე „პრაიმთაიმთან“ საუბრისას.
„მომავალ კვირას კიდევ რამოდენიმე პროცედურა უნდა გაიაროს, მაგრამ რა თქმა უნდა გადარჩა!
„ფეხი აქვს მძიმედ, სისხლი აქვს ძალიან ბევრი დაკარგული და ორშაბათიდან დავიწყებთ რეაბილიტაციას“ ,- ამბობს თოფაძე.
„დღეს პირველი დღეა და ამ თემაზე (დაჭრაზე) არ გვილაპარაკია. ხვალ და ზეგ მეც დავინტერესდები, ჯერ არაფერი ისეთი არ უთქვამს„, – დასძინა მან.