თამთა ჩაჩანიძე
08.08.2020

„ნაციონალურ მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატთა სრული სია ჯერ კიდევ ცნობილი არაა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას" თბილისის ორი ოლქის გარდა მაჟორიტარ კანდიდატები შერჩეული უკვე ჰყავს და „ბევრმა მუშაობა უკვე დაიწყო", პრეზენტაცია კი დაახლოებით ორ კვირაში იქნება.

გოცირიძისვე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარ კანდიდატთა სრულ სიას მას შემდეგ წარადგენს, რაც თბილისის ორ ოლქში სხვა ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან. ამბობს, რომ თუ პარტიებმა ამ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმებას დაახლოებით ორ კვირაში ვერ მიაღწიეს, პარტია იძულებული გახდება საკუთარი კანდიდატები დაასახელოს.

„მაჟორიტარები თითქმის შერჩეულია, ბევრმა მუშაობა უკვე დაიწყო, ოფიციალური პრეზენტაცია მოგვიანებით იქნება, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოფიციალურად იქნება მუშაობა დაწყებული თუ არაოფიციალურად, ბევრმა იცის და მუშაობა შეუდგა, ამას დაახლოებით 20 რიცხვისთვის(აგვისტოსთვის) გამოვაცხადებთ."

„ერთადერთი თბილისის ორი ოლქია დარჩენილი და შემდეგ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვნახოთ. ამ ოლქებში სხვები უნდა შეთანხმდნენ და შეთანხმებული კანდიდატები დააყენონ, ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ. ორი თვეა ველოდებით, რომ იქნებ შეთანხმდნენ, თუ არა და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ალბათ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ორ კვირაში.

„ჩვენი მაჟორიარობის სიის წარდგენა დაახლოებით ორ კვირაში მოხდება, სადღაც 20 აგვისტოს მერე."- აცხადებს გოცირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×