თამთა ჩაჩანიძე
08.08.2020

12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ცხინვალის რეგიონში მცოცავ ოკუპაციას ახორციელებს, ოკუპანტების გააქტიურება განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავებზე შეინიშნება ხოლმე. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, ოკუპანტების მთავარი მიზანი, ოკუპაციის ზონის გაფართოებასთან ერთად, გორი-თბილისი მაგისტრალის ხელში ჩაგდებაა.

„სამწუხაროდ, ზუსტი ინფიორმაცია ამაზე არ არსებობს, თუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდებ რუსეთმა მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს რა ტერიტორია მიიტაცა, ამაზე ზუსტი აღრიცხვა და კონკრეტული სტსტისტიკური მონაცემები არსად არ შემხვედრია. სამწუხარო რეალობა ასეთია. ამბობენ, რომ ეს ოკუპაცია თითქოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების ფარგლებში მიდის, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ასეა.

„რუსებს თავისი გეგმა აქვთ, რომელსაც ისინი საკმაო თანმიმდევრულობით და ეფექტურობით ასრულებენ. მათი მთავარი იდეა და გეოსტრატეგიული ამოცანა თბილისი-გორი ტრასასთან რაც შეიძლება მოახლოვება და მერე ალბათ ამ ტრასის ხელში ჩაგდებაა, ჩემი მოსაზრება ასეთია. ერთ-ერთ მონაკვეთზე ოკუპანტები, თუ არ ვცდები, ტრასიდან 800 მეტრში არიან.

„მცოცავ ოკუპაციაზე მონაცემები რატომ არ არსებობს, არ ვიცი. ესეც ჩვენი დანაშაულია, უნდა ვიცოდეთ, იმიტომ, რომ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტერიტორიების ხელში ჩაგდება ხდება.

„თუ ჩვენ ვთვლით, რომ მცოცავი ოკუპაცია ოკუპაციის გაგრძელებაა, ამას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. რატომ არ ექცევა, ამაზე საუბარი მიჭირს. ალბათ რადგან მცოცავია და ტერიტორიები ოკუპაციის ქვეშ ნელ-ნელა ექცევა, სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

„ვთვლი, რომ ანტისაოკუპაციო ორგანიზაციების არსებობა ძალიან კარგია, რომ ასეთი ფაქტები დააფიქსიროს. ასეთი ტიპის ორგანიზაციები რაც უფრო მეტი იქნება, რომ ოკუპაციას წინა აღუდგეს, თუნდაც სამოქალაქო აქტივობის კუთხით, მგონია, რომ ეს პირიქით კარგია.

„ჩემი აზრით, ასეთი ორგანიზაციების ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მჭირდო და პირდაპირი უნდა იყოს. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების თემაა, რომელიც პოლიტიკური შეხედულებების მაღლა დგას. ვფიქრობ, რომ სახელწიფო ორგანოებმა ასეთი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან უნდა ითანამშრომლონ", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×