მარიამ ნებულიშვილი
09.08.2020

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის აქტიურად იქნება ჩართული 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში. ექსპერტების შეფასებით, სააკაშვილის გამოჩენა „ნაციონალურ მოძრაობას" ნეიტარლურ ხმებს ვერ შესძენს, თუმცა ის მოამზადებს ბაზისს 2020 წლის შემდეგი არჩევნებისთვის.

როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, მოსახლეობიდან არავინ დაიჯერებდა სააკაშვილის ნეიტრალურობას. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ცხდილობს სააკაშვილის უარყოფითი იმიჯის შეცვლას.

„სააკაშვილის ჩართვა საარჩევნო პროცესში „ნაციონალურ მოძრაობას" ნეიტრალურ ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, ვერ მიუმატებს. არავინ არ დაიჯერებდა, რომ სააკაშვილი იქნებოდა ნეიტრალური და როდესაც ის აცხადებს, რომ იქნება საარჩვენო კამპანიაში ღიად ჩართული, ნიშნავს იმას რომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩათვალა, რომ სააკაშვილის უარყოფითი ფაქტორი მისთვის უკვე აღარ არსებობს და მეორე, ახლა უნდა მოხდეს საბოლოო დაძლევა სააკაშვილის უარყოფითი იმიჯის, რათა 2020 წლის შემდეგ არჩევნებზე ის იყოს უკვე სრულყოფილი ფიგურა. ეს თამაშია.

„რეალურად მოსახლეობაში არსებული განწყობები ცნობილია და ვინც ხედავს დღევანდელ ოპოზიციას, მისთვის ფაქტია, რომ ის ამ არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ყველამ გადაწყვიტა, რომ თავისი დარმრტყმელი ძალა გამოიყენოს ასპარეზზე, რათა შემდგომი არჩევნებისთვის უკვე აღარ გაჩნდეს კითხვის ნიშნები", - ამბობს ძაბირაძე.

ის არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს და სწორედ ამიტომ იყოს გადასული მსგავს თამაშებზე და ერთმანეთთან კონკურენციაზე.

„ქართული ოცნება" მიშას სახელს ყოველთვის გამოიყენებს. „ნაციონალური მოძრაობისთვის" ის მიდგომა, რომ ვითომ მიშა ნეიტრალურა და არჩევნები არ აინტერესებს, უფრო დამაზიანებელი იქნება მომავალში, ვიდრე მისი ღიად ჩართვა საარჩევნო პროცესებში. ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა გახსნილი თამაშის თამაში.

„ოპოზიციამ როდესაც ნახა რა შედეგებზე გადიოდა და რომ ამ არჩევნების მოგება არის ფაქტობრივად გამორიცხული, ამიტომ გადაწყვიტეს ასეთი გადათამაშება. ქართული ოპოზიციური სპექტრი, ემზადება არა 2024 წლის არჩევნებისთვის, არამედ რიგგარეშე არჩევნებისთვის.

„აქამდე ხდებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობდა არჩევნებში და ცდილობდა სააკაშვილი გადაეფარა, თუმცა გავლენა მაინც იგრძნობოდა. ახლა ეს გადაფარვა მოხსნა და ღია თამაშს თამაშობს.

„ცალკეული ოპოზიციონერი პარტიები ახლა ცდილობენ, რომ გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვონ და უფრო ერთმანეთის კონკურენციაზე მუშაობენ, ვიდრე „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ოპოზიცია ხვდება, რომ ეს არჩევნები ფაქტობრივად წაგებული აქვს და ამიტომაც იქცევიან ასე.

„შემდეგი არჩევნებისთვის მზადებაში იქნება სერიოზული დაპირისპირებები. „ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება ჩაძიროს „ევროპული საქართველო" და გიორგი ვაშაძე. ანუ ის ძალები, ორომლებმაც დაშლის შემდეგ „ნაცმოძრაობის" ხმები წაიღეს. იგივე „ევროპული საქრათველო" უკვე ეცდება, რომ რაც შეიძლ;ება მეტი ხმა წაართვას „ნაციონალურ მოზრაობას". აი, ეს კომბინაცია უკვე გამოჩნდა, როდესაც საააკაშვილმა ვაშაძეზე განაცხადა, რომ ის გადავიდა ბნელ მხარეს. ეს არც შემთხვევითი განცხადებაა მისი მხრიდან და არც ერთჯერადი", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×