ია აბულაშვილი
09.08.2020

„გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ერთიანი ბლოკით გავა 2020 წლის საპრლამნეტო არჩევნებზე და ჩვენი ნომერი იქნება „5“. საარჩევნო შტაბს სავარაუდოდ უხელმძღვანელებს ნიკა მელია. რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უნდა დასახელდეს, რადგან ყველაზე დიდი პარტიაა და ყველაზე მეტ ხმას აიღებს. ვინ დასახლდება არ ვიცი. გრიგოლ ვაშაძე კატეგორიული წინააღმდეგია. პირადად მე დავასახელე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა“, - განაცხადა „ემსახურე საართველოს“ ლიდერმა მურმან დუმბაძემ „გაერთიანებული ოპოზიიცის“ გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, უახლოეს დღეებში დაასახლებენ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მაჟორიტარ კანდიდატებს. საბურთალოზე და დიდუბეში „ნაციონალური მოძრაობა“ თავის კანდიდატს კვლავ არ აყენებს, ასევე თავის კანდიდატს არ დააყენებს ისინი რაიონში, სადაც გიორგი ვაშაძე იყრის კენჭს.

„ყველა ლიმიტი ამოწურულია, ამიტომ საბურთალოზე და დიდუბუში უნდა დასახელდეს მაჟორიტარი კანდიდატები, თუ სხვა ოპრზიღიუკრი პარტიები თავის კანდიდატს არ დააყენებენ, მაშინ ისევ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დააყენოს თავის კანდიდატი, რადგან მას აქვს ყველაზე დიდი შანსი მოიგოს ეს ოლქები.

„საარჩევნო შტაბს, სავარაუდოდ უხელმძღვანელებს ნიკა მელია. პოლიტსაბჭოს სხდომა კიდევ ერთხელ გაიმართება და ყველა საკითხზე შევჯერდებით. ის, რომ ერთიანი ბლოკით გავდივართ ამ არჩენბეზ ეს გადაწყვტილია და ჩვენი ნომარი იქნება „5“. ლოზუნგზე ვმუშაობთ. რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, ამაზე საუბარი პოლისაბჭოს სხდომამდეც იყო, ჩვენ ამ არჩევნებზე ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ ჩრდილოვანი კაბინეტი, რადგან კოალიციურ მთავრობას ვერ ავცდებით, ეს არჩევნები მიანც იქნება ბრძოლა 5-სა და 41 შორის.  

„ოპოზიციური ერთობიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მეტ ხმას აიღებს, ამიტომ პრემიერ-მინისტრიც მათი რიგებიდან უნდა დასახელდეს. გრიოგლ ვაშაძე კატეგორიული წინააღმდეგია მისი კანდიდატურა დასახელდეს. მე ვიყავი პირველი, რომელმაც დავასახელე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა და მხარს დავუჭერ მას პრემიერ-მინისტრის თანმდებობაზე", - განაცხადა „რეზონანსთან“ მურმან დუმბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×