რეზონანსი
09.08.2020

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, პა­რა­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს­თან და მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად, ახალ­ცი­ხე­ში, შალ­ვა ახალ­ცი­ხე­ლის სა­ხე­ლო­ბის ახ­ლად აშე­ნე­ბულ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო წირ­ვას და­ეს­წრო. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზე­ი­მო წირ­ვა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რემ მღვდელმთავ­რებ­თან ერ­თად აღავ­ლი­ნა.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მე­უ­ფემ ახა­ლი ტაძ­რის კურ­თხე­ვა­სა და სა­ზე­ი­მო წირ­ვა­ზე დას­წრე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და და­ლო­ცა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, ვინც ტაძ­რის შე­ჩე­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

შეკ­რე­ბილ მრევლს ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ და უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა და მი­ლოც­ვა გა­დას­ცა. ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ახალ­ცი­ხე­ში შალ­ვა ახალ­ცი­ხე­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ამოქ­მე­დე­ბა არის დიდი ზე­ი­მი არა მარ­ტო ახალ­ცი­ხე­ლე­ბის­თვის, არა­მედ დიდი ზე­ი­მია მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

"ჩემ­თვის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდი­დე­სი პა­ტი­ვია იყოს აქ, თქვენ­თან და ჩვენს სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად. ახალ­ცი­ხე­ში შალ­ვა ახალ­ცი­ხე­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ამოქ­მე­დე­ბა რა თქმა უნდა, არის დიდი ზე­ი­მი არა მარ­ტო ახალ­ცი­ხე­ლე­ბის­თვის, არა­მედ დიდი ზე­ი­მია მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც გვახ­სენ­დე­ბა, რომ ეს ის წმინ­და­ნია, რო­მე­ლიც მფარ­ვე­ლობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინ­და­ნია, რო­მე­ლიც მფარ­ვე­ლობს ჩვენს მე­ომ­რებს და რა თქმა უნდა, აქ გვახ­სენ­დე­ბა აგ­ვის­ტო და გა­და­ტა­ნი­ლი მძი­მე დღე­ე­ბი. მინ­და თი­თო­ე­ულ ახალ­ცი­ხელს გი­სურ­ვოთ მშვი­დო­ბა, წინსვლა და გი­სურ­ვოთ, რომ მსგავ­სი ტაძ­რე­ბი სულ უფრო და უფრო მეტი შენ­დე­ბო­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×