
ფოთში ჩასახლებული თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:
“კიდევ ერთი ამბავი:
ფოთის ცენტრში 10 დღეში გაიხსნება ინტერნეტ კაფე – ევროპული საქართველო. ეს იქნება გიგას ალტერნატიული – მოხალისეების შტაბი.
ამას გარდა, რეგულარულად გაიმართება ხოლმე “შაბათ-კვირა ნანა ალექსანდრიასთან ერთად”.
ნანა პირველ რიგში მოგისმენთ, მოგიყვებათ ამბებს – თავის ერთადერთ შვილსაც გაგაცნობთ ისე, როგორც თვითონ ხედავს და გარწმუნებთ, ზედმეტად მკაცრია მის შეფასებაში, თავისუფლად შეგიძლიათ ენდოთ, შეგახვედრებთ საინტერესო ხალხს. რაც მთავარია – გამართავს ჭადრაკის სეანსებს. ისეთი ჰიპერაქტიურია, დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ რამეს მოიფიქრებს.
ამას გარდა, აქ შეეძლებათ მოსვლა მოქალაქეებს თავიანთი პრობლემებით და კითხვებით – ყველა კითხვით, რაც აქვთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე