
"პოლტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია შესული, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამომრჩეველს უკეთესი მომავლის გეგმა ვერ შესთავაზა. ისევ პოპულისტური განცხადებები და ერთმანეთის შეურაცხყოფა. სიტუაცია ბუნდოვანია"- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა წინასაარჩევნო კამპანიას.
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით გავა და მის ნომერი იქნება 5. უახლოეს დღეებში "ნაციონალური მოძარობა" დაასრულებს მაჟორიტარ კანდიდატების დაკომპლექტების პროცესს და ასევე მიიღებს გადაწყვტილებას, ამ არჩევნებში წარსდგეს თუ არა ჩრდილოვანი კაბინეტით, რომელშიც "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებიც იქნებიან.
"ქართული ოცნება" აგვისტოს ბოლოს საპრალმანეტო არჩევნებში თავის პროპორციულ სიას დაასახელებს. როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, "ოცნების" სიაში ბევრი ახალი სახე იქნება.
ექსპერტთა შეფასებით კი, პიარ ტექნოლოგიის კუთხით ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ დრომდე ამომრჩეველს სიახლე ვერ შესთავაზა. არცერთ პარტიას არა აქვს ახალი იდეა, რომელზედაც ააგებდა საინფორმაცო პოლიტიკას.
"სურათი არის ბუნდოვანი და არანიარი სიახლე ამ არჩევთნებზე არ იქნება, ეს არ გვიკვირს. დღეს ქართული პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია შესული. უკეთესი მომავლის გეგმა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შესთავაზა ამომრჩეველს. მხოლოდ პოპულისტური განცხადედები და ერთმანეთის შეურაცყოფა.
"ოპოზიცია ვერ ახერხებს ამომრჩეველს შესთავაზოს ალტერნატივა. თუ ასე გაგრძელდა და ოპოზიციამ რეალური შეთავაზება არ გააკეთა, ხელისუფლებას ექნება უპირატესობა. ხელისუფლების უპირატესობა არის ოპოზიციის უსუსურობა და არადეკვატურობა, რაც სამწუხაროდ სახეზეა.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე პროლიტიკურ ძალთა შანსებს, მომავალ არჩევნებში, რა თქმა უნდა დღეს პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურები გარდაუვალია"- განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.