ია აბულაშვილი
13.08.2020

„ოცნებას“ აწყობს მულტიპარტიული პარლამენტი, მაგრამ უნდა, რომ თვითონ იყოს პირველი ვიოლინო. ამას კი სჭირდება სხვადასხვა სცენარებზე მუშაობა, რომელიც მათთვის შეიძლება უარესი და მიუღებელიც კი იყოს. თუცმა „ოცნება“ დღეს რეალობას არის მოწყვეტილი და მათი ლიდერები აღხადებენ, რომ 50%-ზე მეტ ხმას აიღებენ, რაც შეუძლებელია“, - აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით საუბრისას.

პოლიტოლოგითა გარკველი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია შესული და თუ რაიმე რეალური არ  შეიცვალა, ანუ ოპოზიციამ ამომრჩეველს რეალური ალტერნატივა არ შესთავაზა, უპირატესობა კვლავ „ოცნებას“ დარჩება.

„საზოგადოების დაკვეთას თუ შევხედავთ, მომავალი პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული, სადაც წარმოდგნილი იქნება ძირითადი მოთამაშეები. ამის მიზანი კი არის, რომ ერთპარტიული მმართველობა აღარ იყოს ქვეყანაში. მაგრამ, როგორც მმართველი გუნდის განცხადებებიდან ჩანს, ისინი რეალობას არიან მოწყვეტილი და მოლოდინი აქვთ, რომ 50%-ზე მეტ ხმას აიღებენ. თუ ამ მოლოდინის იმედზე არიან, ეს ძალიან დააზიანებს ქვეყნის იმიჯს. იმედია ეს კარგად ესმით „ქართული ოცნების“ იმ ნაწილს, ვინც საერთაშორისო კონიუქტურა იცის.

„რაც შეეხება „ოცნების“ საარჩევნო ტაქტიკას, ჯერ-ჯერობით რაიმე ცვლილება არ ჩანს. კარგად იციან, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნა შეუძლებელია. ეს იცის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“. ორივეეს პარტია ერთმანთისთვის მიუღებელია და ეზიზღებათ ერთმანეთი. მაგრამ არა მგონია, რომ „ლელო“ და „ევროპული საქართველო“ საჩუქარი იყოს „ოცნებისთვის“.

„ამიტომ „ოცნებას“ აწყობს მულტიმაპრტიული პარლამენტი, მაგრამ თვითონ უნდა იყოს პირველი ვიოლინო. ამისთვის კი საჭიროა სხვადასხვა სცენარებზე მუშაობა, შეიძლება მათთვის უარესი და მიუღებელიც რომ იყოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×