
„საკარანტინე რეჟიმის წესები ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს, იქნება ის უცხო ქვეყნის, თუ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოდის. ლამის ყოველდღე იკრიბება საკორდინაციო საბჭო და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე აუცლებლად უნდა იმსჯელონ“, - ასე აფასებს „ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე პანდემიის შედაგად დაწესებულ შეზღუდვებს.
საკორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც უცხოეთიდან საშობლოში ბრუნდება, სავალდებულოა ორკვირიანი კარნატინი გაიაროს. თუმცა, ეს წესი არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალქეზე, რომელსაც კარანტინის გავლის გარეშე შეუძლია ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება.
ამ რეგულაციით გამოწველი უკმაყოფილება საზოგადოებაში საკმაოდ დიდია და ეს მთავრობის გადაწყვეტილება, როგორც დისკრიმინაციული, საკონსტიტუციო სასამართლოშიც არის გასაჩივრებული.
„თავიდანვე არ ვეთანხმებოდი ამ გადაწყვტილებას. დაწესებული შეზღუდვები ყველაზე უნდა გავრცელდეს, იქნება ის უცხო ქვეყნის, თუ საქართველოს მოქალქე, რომელიც ქვყნის ტერიტორიაზე შემოვა. ლამის ყოველდღე იმართება საკორდინაციო საბჭოს სხდომა და ეს საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.
„ყველა ვხედავთ რა ვითარებაა მსოფლიოში პანდემიის შედეგად. ამიტომ შეცდომად არ მინდა ჩავთვალო, შეიძლება, ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს მეტი შემხებლობა აქვს ოჯახთან, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებთან და ა.შ. ალბათ გათვალისწინებული იყო ტურიზმის ფაქტორიც, რომლიც დღეს კრიზისშია და მთავრობას უნდა, რომ ეს სფეროსწოაფად აამუშაოს, რომელიც თანხების მოზიდვის კუთხით მნიშვნლოვანია. ანუ მკაცრი შეზღუდვის ნაცვლად, გასცა რეკომენდაცია, რომ თავშეყრის ადგილებში უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებლია იაროს პირბადით და დაიცვას დისტანცია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რევაზ არველაძემ.