რეზონანსი
14.08.2020

გენერალურ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები უკვე ჩართულები არიან. ოჯახის თქმით, მათ შოთაძემ ისიც შეატყობინა, რომ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, გარდაცვლილის წაშლილი მიმოწერა სოციალური ქსელიდან და მასალები Youtube-დან აღდგენილია. 

მთავარ საგამოძიებო უწყებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს დღეს Facebook-სა და Instagram-ის აღდგენილი ინფორმაციის ნაწილი გააცნეს. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მასალა მოცულობითია, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქმეში გაჩენილი ახალი ინფორმაცია გამოძიებას მკვლელობის ვერსიისკენ წაიყვანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×