
ანიტა ფაცაცია, რომელის გადარჩენსთვისაც თოთქმის მთელი საქართველო გაერთიანდა დღეს 3 წლის გახდებოდა. ანიტას დედა მარიკო სადრაძე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2017 წლის 14 აგვისტო... ვადაზე ერთი თვით ადრე დაიბადა ანიტა... ჩემმა გოგომ ისევე იჩქარა ჩემთან მოსვლა, როგორც ჩემგან წასვლა. მაინც მადლობელი ვარ, რადგან 2 წელი და 5 თვე ხომ ვიყავით ერთად... ამ დროის მანძილზე ხომ მაინც გამოვცადე ის ბედნიერება, რაც შენთან ურთიერთობამ მომიტანა...
ამ ახალ წელს ერთად შევხვდით და მინდოდა ჩამეფიქრა, რომ 14 აგვისტოსაც ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ ჩავიფიქრე, რადგან ეს ნიშნავდა იმის დაშვებას (თუნდაც 1%-ით), რომ ჩვენი დაშორება შესაძლებელი იყო. მე და ანიტა, არასდროს ვყოფილვართ ცალ-ცალკე და ახლა სხვადასხვა განზომილებაში აღმოვჩნდით, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
მიუხედავად ამისა, მაინც არ ვგლოვობ. პირიქით, ძალიან, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ გამოვცადე შენი დედობის სიტკბო. მიყვარხარ უსასრულოდ და ველოდები ჩვენს მომდევნო ჩახუტებას“, - წერს მარიკო სადრაძე.
ცნობისთვის, ანიტა ფაცაციას უმძიმესი დააავდება – დილატაციური კარდიომიოპათია საქართველოში დაუდგინეს. ის ჯერ ევროპაში მკურნალობდა, თუმცა გულის გადანერგვის მიზნით ინდოეთში გადააფრინეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად ანიტასთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ანიტა 2020 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა.
ტრაგედიის შემდეგ ოჯახმა საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო და ანიტას სახელობის ფონდი ჩამოაყალიბა, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებს ეხმარებიან. ღავად მარიკო სადრაძე კი ორგანოების დონორი გახდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე