
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, ბექა ფილფანი, სოციალურ ქსელში შაქარას შესახებ წერს.
ბექა ფილფანი ემოციურად აღწერს, თუ რა რთულია მეგობრის დაკარგვა, მაგრამ მისთვის შაქარა კვლავ ცოცხალია, კვლავ ესაუბრება მას და ისინი სხვადასხვა განზომილებაში აგრძელებენ სიცოცხლეს.
„მე და შენ სხვა გზებით გავაგრძელეთ სიცოცხლე! მე და შენ სამყარო ერთი გვაქვს, უბრალოდ შენ ზევით ხარ, მე კი მიწაზე უცნაურია, მაგრამ ახლაც რომ გესაუბრები ხოლმე, ერთ რამეს ზუსტად ვაცნობიერებ, რომ შენ ჩემთვის ახლაც ცოცხალი ხარ!
სიტყვით რთულია გადმოცე ტკივილი! სიტყვით რთულია იგრძნო ემოცია და შეძლო ბუნების სამყაროს შეცნობა! რთულია ეძებო იმ სამყაროში ხსნა სადაც, მხოლოდ დაუსრულებელი მოლოდინია. და ბოლოს გეტყვი, რომ ხარ სამყარო რომელიც მაცოცხლებს!"- წერს ბექა ფილფანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე