რეზონანსი
15.08.2020

ეკონომისტი ირაკლი ლატარია, დავით ბაქრაძეის ინტერვიუს ეხმაურება და ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს ავრცელებს:

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ დავით ბაქრაძე იყო ქვეყნის მეორე პირი, რადმენიმეჯერ საქართველოს პრეზიდენტის (პირველი პირის) მოვალეობის შემსრულებელიც, ის იყო თანამდებობაზე, რომელსაც კონსტიტუციით ევალებოდა (ვიმეორებ ევალებოდა) საქართველოს მთავრობის კონტროლი და ის არის სრულიად პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაშაულზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჩადიოდა, ეს იყო ციხის თემები, ქუჩაში ჩაცხრიული ახალგაზრდები, ტელევიზიების დარბევები, ბიზნესის რეკეტი თუ სხვა რამ.

მაგრამ მე თუ მკითხავთ, ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულზე ასჯერ დიდი დანაშაულია, რაზეც მან უკვე სიტყვიერად, დადასტურებულად, საქართველოს მიერ თურმე ომის დაწყება გვაუწყა, იმ ომის დაწყებაზე, რომელმაც შეიწირა უამრავი ახალგაზრდა, დაიკარგა 100 ზე მეტი სოფელი და სწორედ იმ ომის შემდეგ მოხდა რუსების მიერ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი მოაწერა თავის დროზე დოკუმენტს, სადაც სწორედ ის წერია რაც გუშინ ბაქრაძემ სიტყვიერადაც დაადასტურა: საქართველომ დაიწყო ომი!

ამ ყველაფრის შემოქმედნი, დღეს, ბედავენ და ხმას იღებენ ხვალინდელი დღის პერსპექტივაზე. არა, არ შეიძლება, უბრალოდ არ შეიძლება რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ არ იცოდეს ერთი მთავარი რამ: "ნაციონალური მოძრაობა", მთელი მისი ძველი და ახალი შემადგენლობით არიან საქართველოს მტრები, რომლებმაც ჩემი ქვეყანა დააქუცმაცეს და რუს ოკუპანტებს ჩაუგდეს ხელში!", - წერს ლატარია ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×