რეზონანსი
15.08.2020

ყველის გილდიის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, სოციალურ ქსელშიპოსტს აქვეყნებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ წერს.

„ის რომ მე „ნაცები“ არ მიყვარს, არამცთუ ცნობილი ფაქტია და დადასტურებული, მე ისინი ძალიან არ მიყვარს, და არ მსურს, როგორც ერთ კონკრეტულ მოქალაქეს, ნაცი რამენაირი ფორმით ვიხილო ხელისუფლებაში. და ამის ყველანაირი უფლება მაქვს კონსტიტუციით, რასაკვირველია..

რატომ გახდა საკვირველი ამის თუნდაც პოლიტიკური ნიშნით წამოძახება, მე კი არა დედამიწის ზურგზე ეს არ გაუკვირდება დამწყებ ანალიტიკოსებსაც კი – დიახ, როცა დედა არის პოლიტიკური ფიგურა სამგზის პოლიციის აკადემიის რექტორი აქ და უკრიანაში, მცირე გადაცდომასაც რომ წამოაძახებენ ეს ჩემგან გახდა მხოლოდ საცნაური – მე ჩავიდინე ეს ზოგადსაკაცობრიო ბოროტოება???

მივმართავ ქალბატონ ხატიას მე ბოდიში მოგიხადეთ მხოლოდ იმიტომ რომ ინფო იყო ძველი და ეს არ გადავამოწმე...

თქვენ ახლა რომ კითხულობთ – როგორ წყევლიან ჩემს შვილებს, როგორ რაცხავენ მათ ნარკომანებად და კრიმინელებად, იცით მაინც რომელ შვილებზეა საუბარი? შრატს რომ ისხამენ თავზე ეს პლატოელი ხულიგნები და არ ეთაკილებათ არანაირი შრომა.

კი, რთული ბიჭები არიან, მაგრამ ერთ ადამიანს ვერ ნახავთ მათზე ცუდი თქვას. კი ფიცხები არიან და წარამარა შარშიც ეხვევიან, მაგრამ არასდროს ღირსება არ დაუკარგავთ, არასდროს, იმ გართულებული ურთიერთობების და უკიდურესი ფინანსური შეჭირვების ფონზეც კი, რაც სამწუხაროდ, ხვდებათ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მათ ერგოთ პრობლემად მათ იციან მე როგორი დედა ვარ და რისი გაკეთება შემიძლია მათვისაც და ბევრისთვისაც.

იცით მაინც რომელი შვილი დამიწყევლა თქვენმა მატრაკვეცა მრევლმა? ასე პირდაპირ – მოკვდეს თქვენი შვილიო, სქრინი არ მინახავს ჩემი თვალით წავიკითხე, შვილი, რომელმაც 6-ჯერ სცადა თავის მოკვლა და არასდროს ნარკომანი არ ყოფილა, გასინიჯა და იქ დარჩა სამუდამოდ.

ახლა იარეთ წრეზე და მწყევლეთ მხოლოდ იმიტომ რომ ფეიკი ნამდვილისგან მართლა სამწუხაროდ ვერ გავრჩიე, მე მხოლოდ მივესალმები თქვენს ამ არაადმაიანურ ქცევებს ..

ასევე ბოდიში ბიჭუნასთან იმედია გაუფრთხილდება დედიკოს რეპუტაციას. აქვე ვიტყვი არასდროს მესიპმპატიურებოდა ეს ქალბატონი. არასდროს, არ ვენდობი და იმიტომ… ნახვამდის ბედკრულო ნაცებო. ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენ არასდროს დაბრუნდეთ ხელისუფლებაში.

პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე და ვაწერ ხელს“,- წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ანამ ხატია დეკანოიძის შვილზე სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი და მეორე დღესვე წაშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×