რეზონანსი
16.08.2020

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, მატარებლების ლიანდაგებთან მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი. ​ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, 40 წლამდე კაცს ფეხის არეში, კერძოდ არტერიაში მიაყენეს ჭრილობა.

"ფეხში, არტერიაში დაჭრეს და სისხლდენისგან დაიცალა. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 20 საათზე მოხდა. როცა ნახეს, ეს კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. არ იციან ვინ მოკლა, მაგრამ კამერებია დამონტაჟებული და ამოიღებენ", - აცხადებს თვითმხილველი.

მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილი კაცი ფიროსმანის ქუჩაზე არ ცხოვრობდა, რადგან ვერ იცნეს. შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალი უკვე გადარეცხილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×