მარიამ ნებულიშვილი
16.08.2020

იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობა შეიქმნება, მმართველი გუნდი არ გამორიცხავს „ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობის საკითხს.

როგორც საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, მმართველი პარტია კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარ პარტნიორად „პატრიოტთა ალიანსს" განიხილავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო მანდატებიო მაინც ვერ მოგროვდება, შესაძლებელია „ევროპულ საქართველოსთან" დიალოგიც. არველაძე სხვა დიდი ელექტპორატის მქონე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას" კოალიციური მთავრობის ფორმირება არ დასჭირდება. გააჩნია როგორი იქნება სიტუაცია არჩევნების შემდეგ, რომელი პარტია რამდენი ხმით მოხვდება პარლამენტში. უფრო, ჩემი აზრით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოალიცია გვექნება „პატრიოტთა ალიანსთან".

„იმ შემთხვევაში, თუ მანდატები კიდევ იქნება საჭირო, „ევროპულ საქართველოსთან" კიდევ შესაძლებელია კოალიციური მთავრობის შექმნის განხილვა. „ნაციონალურ მოძრაობას" და „ლელოს" გამოვრიცხავთ", - განაცხადა რევაზ არველაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×