
ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი სადაც განიხილეს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადება, სადაც იგი ითხოვდა, გიორგი გამსახურდიას სრულად გადაეცეს ცოტნეს ქონების, საავტორო უფლებების, სამეწარმეო საქმიანობის ზედამხედველობა.
სასამართლომ ანა ჯაბაურის განცხადება დააკმაყოფილა, დედას - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას კი, რომელიც ასევე ითხოვდა მისთვის მიენიჭებიათ იგივე უფლება - უარი უთხრა.
როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, ანა ჯაბაურმა უარი განაცხადა თავისი უფლებების გაფართოებაზე და სწორედ ამიტომ მოითხოვა სასამართლოსგან, ქონებრივი საკითხები ცოტნეს ძმას, გიორგის ემართა.
ცოტა კიდევ უფრო ადრე, კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, სადაც მანანა არჩვაძე ცოტნეს მხარდამჭერად დანიშვნას ითხოვდა და ცოტნეს მეუღლესთვის მხარდამჭერის სტატუსის გაუქმება სურდა, თუმცა, სასამართლომ არც ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა მას.
წყარო: ალია