რეზონანსი
18.08.2020

სამი დღეა მედია ინტენსიურად წერს გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძისა და ბაია ბე­რუ­აშვილის შესახებ. ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომელთა გარდაცვალებამ საქართველო კიდევ ერთხელ შეძრა.

ცნობილი ხდება, რომ წარმოშობით ქუთაისელი ბაია ბერუაშვილი, სტუდენტობის დროს ჩამოვიდა თბილისში, დაამათავრა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი.

რაც შეეხება გიორგი შალამბერიძეს, მის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

"ამბების" ინფორმაციით, გარ­დაც­ვლი­ლის მამა მა­მუ­კა შა­ლამ­ბე­რი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

რო­გორც გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძეს, ასე­ვე ბაია ბე­რუ­აშ­ვილს მე­გობ­რე­ბი კარგ, მშვიდ და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ.

მათი გარდაცვალების საბოლოო მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. დღეს პათანატომები იკვლევდნენ, ხომ არ მოხდა მათზე ფიზიკური ძალადობა.

ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×