
„საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის „ფინიშის ხაზი“ დიდი ხნის წინ გადაკვეთა“, - ასეთია ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდლისა და ამჟამად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის ინიციატივის თავმჯდომარის პოზიცია.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ბრიდლავი აცხადებს, რომ საქართველოს პროგრესი აქვს ყველა მიმართულებით.
„მე უღრმესი პატივისცემა მაქვს ერთი მხრივ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორე მხრივ, ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს. საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება“, - აცხადებს ბრიდლოვი.