რეზონანსი
18.08.2020

"სანდროს კლინიკაში გადასვლაზე უარი უთქვამს და ჩაჩუმებულა. მაშინ ექიმს მაჯაზე ხელი მოუკიდია და უთქვამს, აღარაფერია საჭირო, გარდაიცვალაო. მანანა, რომელიც იქვე იდგა, ამის გაგონებაზე უცებ ჩაიკეცა - მას გული გაუსკდა"

თეატრის რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი 78 წლის იყო, მისი მეუღლე მანანა ჭელიძე კი, 75-ის, ისინი ერთ დღეს, ერთსა და იმავე­ საათ­ზე­­­ წავიდნენ იმ ქვეყნად. ასე მოინდომეს, "უბრალოდ", კაცმა ქალს მხოლოდ 10 წუთით­ გაასწრო - ალბათ, იმქვეყნიური გზის მოსამზადებლად. ეს სულ რამდენიმე­ თვის წინ მოხდა და იმ ახალგაზრდებს,­ რომლებიც ამ ორის გვერდით მუდამ იყვნენ, მარადიული სიყვარულის რწმენა­ დაუტოვეს. მათ შორის სოფო მეძმარიაშვილსაც - ქართული სცენის ერთ-ერთ უმშვენიერეს მსახიობს. სოფო მეძმარიაშვილი­ მათი სიყვარულის სევდიან ამბავს მოგვითხრობს.

"სანდროს დაკარგვა მისთვის საკუთარი სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავდა. ასეც მოხდა. სანდროს კლინიკაში დაწოლა სჭირდებოდა, მაგრამ სულ უარობდა. თურმე იმ დღესაც ასე ყოფილა, მაგრამ მანანას სასწრაფო დახმარება მაინც გამოუძახებია. როცა ექიმები მისულან, სანდროს კვლავ უარი უთქვამს კლინიკაში გადასვლაზე, მაგრამ მაშინვე ჩაჩუმებულა. მაშინ ექიმს მაჯაზე ხელი მოუკიდია და უთქვამს, აღარაფერია საჭირო, გარდაიცვალაო. მანანა, რომელიც იქვე იდგა, ამის გაგონებაზე უცებ ჩაიკეცა - მას გული გაუსკდა... ათი წუთიც არ იყო გასული, მანანაც აღარ იყო ამქვეყნად.

ნამდვილი სიყვარული არ კვდება,­ ის არსებობს და ეს ბედნიერებაა. ეს ორნი, რომელიც ამქვეყნად ერთ სულ და ერთ ხორც იყვნენ, იმ ქვეყნადაც ერთად წავიდა. სევდიანი ამბავია, მაგრამ ლამაზი. ასეთი სილამაზისთვის ნამდვილად ღირს ამქვეყნად მოსვლა".

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×