რეზონანსი
18.08.2020

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­სა­მედ შეხ­ვდნენ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ ირაკ­ლი შო­თა­ძეს, რის შემ­დე­გაც მათ­მა ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა რო­მე­ლი­მე არა­მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნი­დან სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებს გა­მო­ი­თხოვს, თვის ბო­ლოს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ჩა­მოვ­ლენ, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას გა­ეც­ნო­ბი­ან.

მისი თქმით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან შე­ხევდრი­სას ლა­პა­რა­კი იყო საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე, რა­ზეც ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი და სა­სა­მარ­თლო - სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზაც იმოქ­მე­დებს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც გა­უჩ­ნდათ ეჭვი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა თუ არა.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ვავ­რცე­ლე 12-13-14 აგ­ვის­ტოს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა ნა­ხი­რი ძაღ­ლებ­თან ერ­თად იმ ად­გი­ლას, სა­დაც თა­მა­რის მან­ქა­ნა იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ამან დიდი ეჭვი გა­უ­ჩი­ნა მთა­ვარ პრო­კუ­რორს და მის მო­ად­გი­ლე­ებს. არ არ­სე­ბობს, რომ ამ 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნა იმ ად­გი­ლას ყო­ფი­ლი­ყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და არა­ვის შე­ემ­ჩნია. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვი­თხო­ვე, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­კეთ­დეს სა­უ­კე­თე­სო სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი 18 ივ­ლი­სი­დან 22 ივ­ლი­სამ­დე, რა­ზეც დამ­თან­ხმდნენ. ეს არის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან ერ­თად, რომ შე­იც­ვა­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცია. ავ­ტო­მო­ბი­ლი რომ გა­იხ­სნა, ისე­თი სუნი იყო, იმ ად­გი­ლას ძაღ­ლე­ბი დარ­ბი­ან და სუნ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­დოდ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იყოს სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი. ეს კი ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იმი­სა, რომ შე­იც­ვა­ლოს საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია.

ჩანს, რომ სხვა მან­ქა­ნის კვა­ლია. სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დრო­ნებ­მა გა­და­ი­ღეს კვა­ლი და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თა­ნაც მქონ­და სა­უ­ბა­რი, რომ­ლებ­მაც მი­თხრეს, რომ ეს კვა­ლი ასე მკვეთ­რად 5-ის მერე აღარ გა­მოჩ­ნდე­ბო­და და აშ­კა­რაა, რომ დიდი მან­ქა­ნის კვა­ლია.

ვნა­ხავ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, მათ შო­რის, არც ევა­კუ­ა­ტო­რის თემა. მალე დამ­ტკიც­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

წყარო: AMBEBI.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×