რეზონანსი
18.08.2020

"არცერთ ოლქში, სადაც არსებობს ერთიანი კანდიდატი, გირჩი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატს", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, რომლის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატობაზე ოპოზიციური პარტიები დღეს, 18 აგვისტოს შეთანხმდნენ. 

ჯაფარიძის თქმით, კიდევ ერთ ახლადდასახელებულ კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს, ექნება იმის საშუალება, რომ გირჩის ამომრჩევლს მხარდაჭერის მოპოვებას შეეცადოს:

"მადლობა ყველა პარტიას ამ მხარდაჭერისთვის. ვაპირებ, რომ დავამარცხო ქართული ოცნების კანდიდატი გია ვოლსკი. ჩვენ ვართ ყველა თბილისის ოლქში, სადაც არსებობს შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. არცერთ ოლქში, სადაც არსებობს ერთიანი კანდიდატი, გირჩი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის მხარდაჭერას, გირჩის ამომრჩეველი არის სპეციფიკური ამომრჩეველი და ეს იცის ყველა პარტიამ. 

ბატონ ირაკლი ოქრუაშვილსაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაელაპარაკოს ჩვენ ამომრჩეველს, რომ ის იქნება იმ ხედვების მხარდამჭერი, რომლის გატარებაც გირჩს უნდა მომავალ პარლამენტში. თუ ის ამას შეძლებს, ის მიიღებს გირჩის ამომრჩევლების მხარდაჭერას," - ამბობს ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×